სიბრძნენი ფილოსოფოსთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი)

„სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“ („სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“) — ზოგადი სახელწოდება ძველი ქართული აპოფთეგმური კრებულებისა, რომლებშიც თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ბრძენთა შეგონებები (სენტენცია აფორიზმები, გნომები, ბრძნული გამონათქვამები, ანეკდოტები). ქართულ მწერლობაში ცნობილია რამდენიმე ასეთი კრებული: „სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი“, „სიბრძნისაგან მრავალთა ფილოსოფოსთაჲსა“, „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისა“ (XI—XII სს), „სწავლანი მრავალთა ფილოსოფოსთანი შვენიერნი“ (XVI—XVII სს), „სიტყვისგება სოგრატისი და სხვათა ფილოსოფოსთა“ (XVIII ს) და სხვა. ზოგი მათგანი შექმნილია ქართული მასალის საფუძველზე, ზოგიც ნათარგმნია ბერძნული ან რუსული ენიდან. ტექსტები გამოკვლევითა და კომენტარებითურთ გამოსცეს ი. ლოლაშვილმა (1969) და ლ. ძოწენიძემ (1978).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ 2, თბ., 1958.