სციპიონ აფრიკელი (უმცროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სციპიონ უმცროსი)

პუბლიუს კორნელიუს ემილიანუს სციპიონ აფრიკელი (დ. ძვ. წ. 185 — გ. ძვ. წ. 129) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, ემილიუსების პატრიციული ოჯახიდან. სციპიონ უფროსის შვილობილი. პირველად თავი გამოიჩინა მესამე მაკედონურ ომში, პიდნასთან ბრძოლაში (ძვ. წ. 168 წელი). წარმატებით იბრძოდა ესპანეთში ძვ. წ. 151 წელს. აირჩიეს კონსულად და მთავარსარდლად ძვ. წ. 146 წელს. მისი მეთაურობით რომაელებმა კართაგენი აიღეს და გაანადგურეს. ძვ. წ. 142 წელს როგორც ცენზრმა ბრძოლა გამოუცხადა ფუფუნებას, მაგრამ ამაოდ. ძვ. წ. 133 წელს მეორედ აირჩიეს კონსულად და მთავარსარდლად გაგზავნეს ესპანეთში ნუმანციის აჯანყების ჩასაქრობად. აჯანყება ჩააქრო. იგი მტრულად შეხვდა თავისი ცოლისძმის, ტიბერიუს გრაკქუსის აგრარულ რეფორმას. გარდაიცვალა მოულოდნელად სახალხო კრებაზე დანიშნული გამოსვლის წინ. იყო თავისი დროის განათლებული ადამიანი ბერძნული ენისა და კულტურის დიდი მცოდნე და თაყვანისმცემელი. მის გარშემო თავს იყრიდნენ იმდროინდელი რომის კულტურის მოღვაწენი, მწერალნი, ხელოვანნი, ისტორიკოსნი („სციპიონის წრე“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]