შინაარსზე გადასვლა

სციპიონების სამარხი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სციპიონების სამარხი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება ძვ.წ მე-3 საუკუნე

სამარხის გეგმა
სციპიონების სამარხი ვიკისაწყობში

სციპიონების სამარხი (ლათ. : sepulcrum Scipionum, ასევე უწოდებენ „hypogaeum Scipionum[1]“) — იყო პატრიციათა საგვარეულოს წარმომადგენლების, სციპიონების ოჯახის საერთო სამარხი. გამოიყენებოდა რომის რესპუბლიკის პერიოდში, გარდაცვლილ დიდგვაროვანთა დასაკრძალად ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისიდან ახ.წ. I საუკუნის დასაწყისამდე. შემდეგ სამარხი მიატოვეს და რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მისი მდებარეობა არავინ იცოდა.

აკლდამა ორჯერ იქნა ხელახლა აღმოჩენილი, უკანასკნელად 1780[2] წელს. ის მდებარეობს რომში, ვია დი პორტა სან სებასტიანოს ნომერ 9-სა და 12-ში, ბორცვის ქვეშ, გზის გვერდით და კედლის უკან. საზოგადოებისთვის მისი მონახულება შეიძლება მცირე შესასვლელი გადასახადის სანაცვლოდ. აღმოჩენის შემდეგ სამარხი კერძო საკუთრებაში იყო, მაგრამ ქალაქმა შეიძინა ის 1880 წელს როდოლფო ამედეო ლანჩიანის[3] შეთავაზებით. შემდგომში აქ, ყოფილი ვენახის ტერიტორიაზე სახლი აშენდა. აკლდამის ამჟამინდელი მთავარი შესასვლელი არის თაღოვანი გახსნილი სივრცე ბორცვის გვერდზე, არა თავდაპირველი მთავარი შესასვლელი. აღმოჩენის შემდეგ დროს გადარჩენილი ნაშთები გადატანილი და პატივით დაკრძალული იქნა ეკლესიებში, ნივთები, რომელთა გადაზიდვაც შეძლეს — ერთი მთლიანი სარკოფაგი და სხვა სარკოფაგების ფრაგმენტები — გამოფენილ იქნა პიო-კლემენტინოს მუზეუმის დარბაზში, ვატიკანში, 1912 წელს. აკლდამა არის კლდეში გამოკვეთილი კამერიანი სამარხი და ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი გვიანდელი ფასადი.

რესპუბლიკის პერიოდში სამარხი იდგა გამოჩენილი პირებისა და მათი ოჯახებისათვის განკუთვნილ სასაფლაოზე, რომელიც მდებარეობდა  ვია აპიასა და ვია ლატინას შორის არსებულ გზაჯვარედინზე. თავდაპირველად ის იყო ქალაქგარე სამარხი, თუმცა მომდევნო საუკუნეებში დაწყებულმა ახალმა მშენებლობებმა სრულიად შეცვალა მისი კოორდინატები. კედელი გაფართოვდა და გახდა აურელიანეს კედელი. მის ახლოს მდებარე აპიას კარიბჭეს დღეს ეწოდება პორტა სან სებასტიანო. მის წინ არის ე.წ. დრუზუსის თაღი, სინამდვილეში ძველი აკვედუკის ნაწილი. ვია აპიას სახელი გადაერქვა და ვია დი პორტა სან სებასტიანოდ გადაკეთდა. ის გადის პარკო დელი სციპიონიზე, სადაც ოდესღაც სასაფლაო მდებარეობდა. სამარხის გზა ღიაა მოძრაობისთვის. მისი უმეტესი ნაწილი შემოსაზღვრულია კედლებით.

სამარხი დაარსდა დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნის[4] მიჯნაზე, ძვ. წ. 312 წელს აპიუსის გზის გახსნის შემდეგ, სავარაუდოდ, ოჯახის მაშინდელი უფროსის, ლუციუს კორნელიუს სციპიონ ბარბატუსის, კონსულის მიერ ძვ. წ. 298 წელს. ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც ამ სამარხში დაკრძალეს, დაახლოებით ძვ. წ. 280 წელს. მისი სარკოფაგი ერთადერთი იყო, რომელიც ხელუხლებლად გადაურჩა მძარცველებსა და ეროზიას - ახლა ის ვატიკანის მუზეუმებშია გამოფენილი, თავდაპირველ წარწერასთან ერთად. კოარელის თქმით, ძვ. წ. II საუკუნის შუა პერიოდისთვის 30 სამარხი მაქსიმალურად ტევადი და გრანდიოზული იყო და კომპლექსის ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულიც კი. (ამ პერიოდში სამარხი ძველი რომის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა და სტუმრებიც კი ჰყავდა)

სამარხში სციპიონების ოჯახის გარდა ერთი ადამიანის ნეშტი ინახებოდა: პოეტი ენიუსი, რომლის მარმარილოს ქანდაკების დადგმაც, ციცერონის თქმით, ოჯახმა აკლდამაში ისურვა. უფრო ცნობილი სციპიონები აქ არ დაკრძალულან, თუმცა ლივიუსისა და სენეკას ცნობით, ისინი ლიტერნუმში, საოჯახო ვილაში დაკრძალეს[5].

სარკოფაგებზე არსებული წარწერები ასევე მიუთითებს, რომ ჰიპოგეუმი დაახლოებით ძვ. წ. 150 წელს დასრულდა. ამ დროს მას კიდევ ერთი ოთხკუთხა ოთახი ეყრდნობოდა, რომელსაც ჰიპოგეუმში შესასვლელი არ ჰქონდა, რადგან აქ ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი იყო დაკრძალული. საზეიმო „რუპესტრეს“ ფასადის შექმნაც ამ პერიოდით თარიღდება. დეკორაცია სციპიონ ემილიანეს ინიციატივას მიეწერება და რომაული კულტურის ელინიზაციის ფუნდამენტურ მაგალითს წარმოადგენს ძვ. წ. II საუკუნიდან. ამ პერიოდში საფლავი ერთგვარ ოჯახურ მუზეუმად იქცა, რომელიც აცოცხლებდა და საქვეყნო მაგალითად ხდიდა მასში განსვენებულთა კეთილ და საგმირო საქმეებს.

სამარხის უკანასკნელი ცნობილი გაღება კლაუდიო-ნერონის პერიოდში მოხდა, როდესაც აქ დაკრძალეს გნეუს კორნელიუს ლენტულუს გეტულიკუსის ქალიშვილი და შვილიშვილი. ნაგებობის რესტავრაცია მე-4 საუკუნემდე გაგრძელდა. ამის შემდეგ, ქრისტიანმა რომაელებმა (რომლებსაც წარმართების მსგავსი ერთგულება ან ფამილარულობა არ ჰქონდათ წარმართული რომის ტრადიციების მიმართ), როგორც ჩანს, შეწყვიტეს  სციპიონების სამარხის მოვლა ან რესტავრაცია და მისი მდებარეობის კოორდინატები დაკარგეს.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • www.turismoroma.com
  • www.smarthistory.org
  • Samuel Bell Platner, ed. (1929). „Sepulcrum Scipionum“. A Topographical Dictionary of Ancient Rome (as completed and revised by Thomas Ashby ed.). London: Oxford University Press. ციტირების თარიღი: 2009-02-21.
  • Sepolcro degli Scipioni en, it. Monumenti Antichi. Comune di Roma, Assessorato alle Politiche Culturali, Sovraintendenza del Comune di Roma (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 12 June 2009
  • Translation of epitaphs from the Tombs of the Scipios. attalus.org (2012). ციტირების თარიღი: 18 August 2012
  • Lucentini, M. (2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 978-1623710088. 
  1. Cicero, Tusculan Disputations, i.13
  2. Ricci (2003) p. 394.
  3. Lanciani (1897) p. 321.
  4. Wallace-Hadrill, Andrew. (2009)Housing the Dead: the tomb as house in Roman Italy გვ. 11–12. The University of Chicago Divinity School, the Martin Marty Center for the Advanced Study of Religion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 14 June 2009
  5. Cicero, Marcus Tullius. „IX“, For Aulus Licinius Archias, the Poet. „Our countryman, Ennius, was dear to the elder Africanus; and even in the tomb of the Scipios his effigy is believed to be visible, carved in the marble“