სცინტილაციური მთვლელი
სცინტილაციური მთვლელი — ბირთვულ გამოსხივებათა და ელემენტარულ ნაწილაკთა (პროტონების, ნეიტრონების, ელექტრონების, α-კვანტების, მეზონებისა და ა. შ.) სარეგისტრაციო ხელსაწყო, რომლის ძირითადი ელემენტია დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედების მალუმინესცენცირებელი ნივთიერება (სცინტილატორი) და ფოტოელექტრონული მამრავლი (ფემ). მაიონებელი ნაწილაკებას (α-ნაწილაკები, ბირთვების გაყოფის ნამსხვრევები) მოქმედებით გამოწვეულ სინათლის აფეთქებაზე (სცინტილაციებზე) ვიზუალური დაკვირვება XX საუკუნის დასაწყისში ბირთვული ფიზიკის ძირითადი მეთოდი იყო (იხ. სპინტარისკოპი). მოგვიანებით სცინტილაციური მთვლელი მთლიანად შეიცვალა საიონიზაცაო კამერებითა და პროპორციული მთვლელებით. 40-იანი წლების ბოლოს, როცა სცინტილაციების რეგისტრაციისათვის გამოყენებულ იქნა გაძლიერების დიდი კოეფიციენტის მქონე მრავალკასკადიანი ფემ, რომელსაც უნარი აქვს აღრიცხოს მეტისმეტად სუსტი სინათლის აფეთქება, ბირთეულ ფიზიკაში კვლავ დაიწყეს სცინტილაციური მთვლელის გამოყენება.
სცინტილაციური მთვლელის მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს. სცინტილატორში გავლისას დამუხტული ნაწილაკი დააიონებს და აღაგზნებს ატომებსა და მოლეკულებს. არააგზნებულ (ძირითადა მდგომარეობაში დაბრუნებისას ატომები გამოასხივებენ ფოტონებს (იხ. ლუმინესცენცია), რომლებიც ფემ-ის კათოდზე მოხვედრისას ამოგლეჯენ ელექტრონებს, რის შედეგადაც ფემ-ის ანოდზე აღიძვრება ელექტრული იმპულსი, რომელიც შემდეგ ძლიერდება და რეგისტრირდება. ნეიტრალური ნაწილაკების (ნეიტრონების, γ-კვანტების) დეტექტირება ხდება მეორეული დამუხტული ნაწილაკებით, რომლებიც წარმოიქმნებიან ნეიტრონებისა და γ-კვანტების ურთიერთქმედებისას სცინტილატორის ატომებთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 625.