შინაარსზე გადასვლა

სცინტილაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სცინტილაცია (ლათ. scintillatio — „ციმციმი“) — ხანმოკლე (~10-4–10-9 წმ) სინათლის აფეთქება (ლუმინესცენციის აფეთქება), რომელიც აღიძვრება სცინტილატორებში მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედებით. სცინტილაციას პირველად ვიზუალურად აკვირდებოდა უ. კრუქსი (1903) -ის ეკრანის α-ნაწილაკებით დასხივებისას. სცინტილატორის ატომები ან მოლეკულები დამუხტული ნაწილაკების ენერგიის ხარჯზე გადადის აგზნებულ მდგომარეობაში. მათ შემდგომ გადასვლას აგზნებული მდგომარეობიდან ნორმალურში თან ახლავს სინათლის გამოფრქვევა, სცინტილაციის მექანიზმი, მისი გამოსხივების სპექტრი და გამონათების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მალუმინესცენცირებელი ნივთიერების ბუნებაზე, სცინტილაციის სიკაშკაშე კი — დამუხტული ნაწილაკების ბუნებაზე და ნაწილაკის იმ ენერგიაზე, რომელსაც იგი სცინტილატორის ნაწილაკებს გადასცემს (მაგალითად, α-ნაწილაკებისა და პროტონების სცინტილაცია გაცილებით მკვეთრია β-ნაწილაკების სცინტილაციაზე). თითოეული სცინტილაცია ერთი ნაწილაკის მოქმედების შედეგია. ამ გარემოებას იყენებენ სცინტილაციურ მთვლელებში ელემენტარული ნაწილაკების სარეგისტრაციოდ.