სჩაჰან ბერბერიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სჩაჰან რ. ბერბერიანი (სომხ. Շահան Ռ. Պէրպէրեան; დ. 1 იანვარი, 1891, კონსტანტინოპოლი — გ. 9 ოქტომბერი, 1956) — სომეხი ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, ესთეტიკოსი, ორატორი და ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბერიანი დაიბადა 1891 წლის 1 იანვარს, კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბული, თურქეთი). ამის შემდეგ მალევე, მშობლებთან, რესეოსთან და ზარუჰთან და მის უფროს ძმასთან ონითან ერთად ბერბერიანი სახოვრებლად ჟენევაში, შვეიცარიაში გადავიდა; მათ უნდოდათ, რომ თავი დაეღწიათ ოსმალეთის სულთან აბდულ ჰამიდ II-ის მიერ 1894–1896 წლებში სომეხთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს.

კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას ბერბერიანი ჩაირიცხა ბერბერიანის სკოლაში, რომელიც მამამისმა, რეტოს ბერბერიანმა დააარსა. ამ პერიოდში მან ვიოლინოზე კერძო გკვეთილების ჩატარება დაიწყო, თუმცა მალე ეს „აუტანელი ინსტრუმენტი“ მიატოვა (სავარაუდოდ ის ბუხარში გადააგდეს რათა დამწვარიყო). ამის ნაცვლად მან ფორტეპიანოს გაკვეთილები დაინიშნა, თუმცა ეს მცდელობაც საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.

სკოლა მან 1906 წელს დაამთავრა. თხუთმეტი წლის ახალგაზრდის პირველი სამუშაო იყო სკოლაში ლიტერატურისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლება, მაგრამ 1908 წელს იგი გაემგზავრა პარიზში, სადაც სწავლობდა სორბონასა და კოლეჟ დე ფრანსში, მან აიღო ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბერის სკოლის დირექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს ბერბერიანი ვალდებული იყო დაბრუნებულიყო კონსტანტინოპოლში რათა ბერბერეთის სკოლის დირექტორი გამხდარიყო; ამრიგად ვერ შეძლო დაემთავრებინა სადოქტორო დისერტაცია (სახელწოდებით "პათოლოგიური მეთოდი ფსიქოლოგიაში"). სკოლაში მოვალეობის შესრულების გარდა, იგი ჩაერთო ქალაქის სომეხი საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში. ამ პერიოდიში იგი მჭიდროდ დამეგობრდა კომიტასთან (იგი მასთან ხელოვნების სხვადასხვა საკითხში მსჯელობაში დიდ დრო ხარჯავდა).

1918 წელს შაჰან ბერბერიანი შეირჩა სომეხ მასწავლებელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის დირექტორად და 1919 წელს დაინიშნა ცენტრალური საგანმანათლებლო საბჭოს წევრად. მან ასევე დიდი როლი შეასრულა სომხური ხელოვნების ცენტრის (Hayardun) კონსტანტინოპოლში დაარსებაში; მოგვიანებით გახდა ამ დაწესებულების თავმჯდომარე.

1921 წელს ცოლად შეირთო ტელი სირაკიანი. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი, ართავაზდი და ბარედი. ბარედი ახალგაზრდა, 20 წლის ასაკში, გარდაიცვალა მოტოციკლეტით მომხდარი ავარიის დროს. ართავაზდ ბერბერიანი იერუსალიმსა და ბეირუთში ცხოვრების შემდეგ, ცოლთან, პაულესთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა; აქ იგი ცნობილი მხატვარი გახდა და ასევე, ძლიერ ჩაერთო სომხურ კულტურაში. მას ჰყავდა ორი ვაჟი, სახელად ვანიკი და შაჰანი, და ქალიშვილი სახელად გარინე. არდავაზტი გარდაიცვალა ავინიონში 79 წლის ასაკში, 2002 წლის აგვისტოში.

სხვა საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Տէր Խաչատուրեան, Ա։ Շահան Ռ. Պէրպէրեան (1891–1956)։ Beirut, 1969.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]