სუხბაატარინ იანჟმაა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუხბაატარინ იანჟმაა
სუხბაატარინ იანჟმაა
მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დიდი ხურალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 სექტემბერი, 1953 – 7 ივლისი, 1954
წინამორბედიგონჩიგიინ ბუმცენდი
მემკვიდრეჟამსრანგიინ სამბუ

დაბადებული15 თებერვალი, 1894
მონღოლეთი
გარდაცვლილი1 მაისი, 1962
ულან-ბატორი, მონღოლეთი
პოლიტიკური პარტიამონღოლეთის სახალხო პარტია
მეუღლედამდინ სუხე-ბატორი

სუხბაატარინ იანჟმაა (მონღ. Сүхбаатарын Янжмаа; დ. 15 თებერვალი, 1894 — გ. 1 მაისი, 1962, ულან-ბატორი) — მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, მონღოლეთის რევოლუციის ბელადის დამდინ სუხე-ბატორის მეუღლე, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დიდი ხურალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1953-1954 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1894 წლის 15 თებერვალს ღარიბი მესაქონლის ოჯახში. მუშაობდა თავისი ქმრის დამდინ სუხე-ბატორის რევოლუციურ ჯგუფში. მონღოლეთის რევოლუციის შემდეგ 1921 წელს გახდა მონღოლეთის რევოლუციური კავშირის ახალგაზრდული ფრთის წევრი.

1923 წელს სუხე-ბატორის გარდაცვალების შემდეგ გახდა მონღოლეთის სახალხო პარტიის წევრი. ქმრის პატივისცემის ნიშნად გამოიცვალა თავისი მამის სახელი ნემენდეენი და დაირქვა სუხბაატარინი.

სუხბატაარინ იანჟმაა და მისი მეუღლე დამდინ სუხე-ბატორი

სუხბაატარინ იანჟმაა იყო მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის ყველა 14-ვე ყრილობის დელეგატი. 1924 წელს წარმოადგენდა მონღოლეთის დელეგაციას კომინტერნის მე-5 კონგრესზე და მესამე კომუნისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. 1925 წელს მონაწილეობდა მონღოლეთში პირველი პროფკავშირის შექმნაში. 1927-1930 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთის მუშათა კომუნისტურ უნივერსიტეტში, მოსკოვში. 1933 წელს სათავეში ჩაუდგა ამავე წელს დაარსებულ მონღოლეთის ქალთა კომიტეტს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორგანიზებას უწევდა მონღოლეთში საბჭოთა ჯარისკაცებისათვის სახსრების შეგროვებას, რის გამოც 1946 წელს დააჯილდოეს შრომის წითელი დროშის ორდენით.

1945 წელს იანჟმაა აირჩიეს ქალთა საერთშორის დემოკრატიული ფედერაციის საბჭოს წევრად.

1940 წელს პარტიის მეათე ყრილობაზე აირჩიეს მონღოლეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. 1943-1947 წლებში შედიოდა პარტიის პოლიტბიუროში, იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. არაერთხელ აირჩიეს დიდი და მცირე სახალხო ხურალის წევრად, ასევე მცირე ხურალის თავმჯდომარის მოადგილედ.

1953 წლის 7 ოქტომბრიდან 1954 წლის 7 ივლისამდე იყო დიდი სახალხო ხურალის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. შედეგად, ხერტეკ ანჩიმაა-ტოკას (ტუვის სახალხო რესპუბლიკის მცირე ხურალის თავმჯდომარე) შემდეგ გახდა მსოფლიოს ისტორიაში მეორე ქალი, რომელსაც ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sanders, Alan J. K. Historical dictionary of Mongolia. Asian historical dictionaries, No. 19. Lanham, MD: Scarecrow. 1996. ISBN 978-0-8108-3077-6
  • Baabar, B. History of Mongolia. Cambridge: University of Cambridge. 1999