სუძუკი მოსაბურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუძუკი მოსაბურო (*დ. 7 თებერვალი, 1893, აიტის პრეფექტურა — გ. 7 მაისი, 1970, ტოკიო) — იაპონიის სოციალისტური-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე. 1945 მონაწილეობდა იაპონიის სოციალისტური პარტიის (ისპ) შექმნაში, იყო მისი მემარცხენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი. 1949–1950 ისპ-ის გენერალური მდივანი, 1951 და 1955–1960 ისპ ცაკის თავმჯდომარე, 1951–1955 - მემარცხენე ისპ-ის ცაკის თავმჯდომარე, 1960-იდან ისპ-ის მრჩეველი. ავტორია შრომებისა იაპონიის კაპიტალიზმისა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ისტორიის პრობლემების შესახებ იაპონიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]