სუჩათის მეორე ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუჩათის მეორე ხიდი — ხიდი თურქეთში, სოფელ სუჩათში. სოფელში მდებარე ამ და მეორე ხიდს შორის მანძილი 700 მეტრია. ხიდი თავისი ფორმით ამავე სოფელში არსებული პირველი ხიდის მსგავსია. მისი ნახევარწრიული თაღის ბოლოები პირველისაგან განსხვავებით ბურჯებს ეყრდნობა. თაღის მზიდი კამარა აქაც ერთმაგი მოგრძო ფორმის კარგად დამუშავებული ქვებითაა გადაყვანილი. ამ ხიდსაც აშკარად ემჩნევა მოგვიანო პერიოდში შეკეთების კვალი. ბურჯებში ორივე მხარეს დატანილი აქვს ორ-ორი ფოსო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 78 ISBN 978-9941-0-6458-6.