შინაარსზე გადასვლა

სუშილა კარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუშილა კარკი
სუშილა კარკი
ნეპალის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა12 სექტემბერი, 2025
პრეზიდენტი  რამ ჩანდრა პაუდელი
წინამორბედიშარმა ოლი

ნეპალის მთავარი მოსამართლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი, 2016 – 6 ივნისი, 2017
წინამორბედიკალიან შრესტრა
მემკვიდრეგოპალ პრასად პარაჯული

დაბადებული7 ივნისი, 1952 (1952-06-07) (73 წლის)
ბირატნაგარი, ნეპალი
მეუღლედურგა პრასად სუბედი

სუშილა კარკი (ნეპ. सुशीला कार्की; დ. 7 ივნისი, 1952) — ნეპალელი იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც 2025 წლის 12 სექტემბრიდან ნეპალის დროებითი პრემიერ-მინისტრია, ქვეყანაში განვითარებული Gen Z პროტესტების შემდეგ.[1][2][3][4] იგი პირველი ქალია, რომელიც ნეპალის მთავრობას ხელმძღვანელობს, იგი ნეპალის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე იყო 2016 წლის 11 ივლისიდან 2017 წლის 6 ივნისამდე და ასევე პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.

კარკი დაიბადა 1952 წლის 7 ივნისს. მისი ოჯახი წარმოშობით შანკარპურიდან იყო. ოჯახის შვიდი შვილიდან პირველია.[5][6]

კარკი სწავლობდა ტრიბჰუვანის უნივერსიტეტში, სადაც 1972 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ იგი სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს ინდოეთში და 1975 წელს მიიღო პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი ბანარის უნივერსიტეტში. იგი დაბრუნდა ტრიბჰუვანის უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მისაღებად და 1978 წელს დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი.[5][7][8]

2025 წლის ნეპალის Gen Z მოძრაობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი გადადგა, რამაც გამოიწვია დროებითი მთავრობის მოთხოვნა. კონსულტაციების შემდეგ, სუშილა კარკი შეირჩა დროებითი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად, რითაც გახდა პირველი ქალი ნეპალის ისტორიაში, რომელმაც დაიკავა ეს თანამდებობა.[9][10] მისი თხოვნით, პრეზიდენტმა რამ ჩანდრა პაუდელმა დაითხოვა ნეპალის პარლამენტი. 2025 წლის 12 სექტემბერს მან დაედო ფიცი, როგორც დროებითი პრემიერ-მინისტრმა ნეპალის კონსტიტუციის 61-ე მუხლის საფუძველზე.[7][11][12][13][14]

ნეპალურის გარდა, კარკი ლაპარაკობს ჰინდიზე და ინგლისურად.[5][7]

  1. Nepal unrest: Sushila Karki to take oath as interim PM; parliament dissolved (September 12, 2025). ციტირების თარიღი: September 12, 2025
  2. Soni, Mallika; Gupta, Manoj. Nepal's Parliament To Be Dissolved, Sushila Karki To Take Oath As Interim PM: Sources (September 12, 2025). ციტირების თარიღი: September 12, 2025
  3. Nepal to get first woman PM as Sushila Karki set for oath as interim leader after Gen-Z revolt en (2025-09-12). ციტირების თარიღი: 2025-09-12
  4. सुशिला कार्की अन्तरिम सरकारको प्रधानमन्त्री नियुक्त en-US. ციტირების თარიღი: 2025-09-12
  5. 5.0 5.1 5.2 Rt. Hon'ble Justice Mrs. Sushila Karki (Subedi).
  6. Nepal Gets First Woman Chief Justice, Sign Of Changing Attitudes (2016-04-13).
  7. 7.0 7.1 7.2 सुशीला कार्की कौन हैं, जिनके नेपाल के अंतरिम प्रधानमंत्री बनने की है चर्चा hi (2025-09-11). ციტირების თარიღი: 2025-09-11
  8. „Sushila Karki, Nepals's new Acting CJ“. The Hindu. 15 April 2016 – წარმოდგენილია www.thehindu.com-ის მიერ.
  9. Nepal's Gen Z protesters back ex-chief justice Karki for interim leadership en (2025-09-12). ციტირების თარიღი: 2025-09-12
  10. Nepal Gen-Z protesters want former chief justice Sushila Karki, 73, as interim PM en (2025-09-10). ციტირების თარიღი: 2025-09-11
  11. Sharma, Gopal; Singh, Sarita Chaganti (2025-09-11). „Nepal's young protesters, army in talks to decide interim leader“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-09-11.
  12. सुशीला कार्की आज लेंगी नेपाल के अंतरिम प्रधानमंत्री पद की शपथ, संसद भंग hi (2025-09-12). ციტირების თარიღი: 2025-09-12
  13. Sushila Karki to take oath as Nepal's interim leader after deal between Gen Z groups & govt: Report en-us (2025-09-12). ციტირების თარიღი: 2025-09-12
  14. Sushila Karki appointed Prime Minister under Article 61, becomes Nepal's first female head of government - OnlineKhabar English News en-GB (2025-09-12). ციტირების თარიღი: 2025-09-12