სუფლიორი
სუფლიორი (ფრანგ. souffleur — კარნახი) — თეატრის მუშაკი, რომელიც თვალყურს ადევნებს რეპეტიციასა და სპექტაკლის მსვლელობას პიესის შემოწმებული ტექსტით (სუფლიორის ეგზემპლარი). აუცილებლობის შემთხვევაში სუფლიორი კარნახობს მსახიობებს როლის ტექსტს სუფლიორის ჯიხურიდან, რომლის ადგილი არის ფარდის ხაზთან, ან ერთ-ერთ გვერდით კულისში (სუფლიორს მაყურებელი ვერ ხედავს).
გადატანითი მნიშვნელობით სუფლიორი მოკარნახეა, ის, ვინც კარნახობს ჩურჩულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 615.
![]() |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |