სუფეტი
იერსახე
სუფეტი (ლათ. su(f)fes, მრ. რ. su(f)fetes < ფინიკ. 𐤔𐤐𐤈 [šōfēṭ] — „მოსამართლე“) — უმაღლესი არჩევითი თანამდებობის პირი ფინიკიურ ქალაქებში. სუფეტის ხელისუფლება შესაძლებელი იყო თანაარსებობაში ყოფილიყო სამეფო ხელისუფლებასთან, ან ერთპიროვნულად ემართა სახელმწიფო (მაგ., ტვიროსში მონარქიის დამხობის პერიოდში ძვ.წ. 560–550-იან წლებში, კართაგენში ამავე პერიოდიდან მის დაცემამდე). კართაგენში სუფეტის ძალაუფლება ანტიკური ავტორების მიერ გათანაბრებული იყო რომაელი კონსულების ძალაუფლებასთან (სუფეტები კონსულების მსგავსად წარმოადგენდნენ ორკაციან კოლეგიას და აირჩეოდნენ ერთი წლის ვადით).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ладынин И. А. Суффет // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 466.