სუტომო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Dr Soetomo 1962 Indonesia stamp.jpg

სუტომო (ინდო. Raden Soetomo; დ. 24 ივლისი, 1888 — გ. 30 მაისი, 1938) — ინდონეზიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე, დოქტორი და ეროვნული გმირი.[1][2][3]

დაიბადა არისტოკრატულ ოჯახში. 1911 დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი ჯაკარტაში. შემდგომ იყო ექიმი სუმატრასა და იავაზე. ინდონეზიის პირველი ეროვნული ორგანიზაციის — „ბუდი უტომოს“ (1908) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1924 სურაბაიაში დაარსა ინდონეზიის ეროვნული ორგანიზაცია — ინდონეზის კვლევითი კლუბი, 1931 — ერის კავშირი. 1935 პბი-ს, „ბუდი უტომოს“ და ზოგიერთი სხვა პარტიისა და ორგანიზაციის შერწყმის შედეგად სუტომოს მეთაურობით შეიქმნა დიდი ინდონეზიის პარტია რომელიც ინდონეზიის თვითმართველობის მოპოვებისთვის გამოდიოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mirnawati (2012). Kumpulan Pahlawan Indonesia Terlengkap (id). Jakarta: CIF. ISBN 978-979-788-343-0. 
  2. Suetomo, Raden; Van der Veur, Paul W; Soetomo, Raden, 1888-1938. Kenang-kenangan. 1987; Soetomo, Raden, 1888-1938. Poespita mantja nagara. 1987 (1987), Toward a glorious Indonesia : reminiscences and observations of Dr. Soetomo, Ohio University Center for International Studies, Center for Southeast Asian Studies, ISBN 978-0-89680-142-4
  3. Christie, Clive J (1988-09-22), "Toward A Glorious Indonesia: Reminiscences and Observations of Dr. Soetomo", Pacific Affairs (The University of British Columbia - Pacific Affairs) 61 (3): 551(3), ISSN 0030-851X