სუსატის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუსატის ამაღლების ეკლესია
სუსატის ამაღლების ეკლესია — რუსეთი
სუსატის ამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სუსატი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული სტილი
თარიღდება 1906-1914

სუსატის ამაღლების ეკლესია (რუს. Храм Рождества Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი სემიკარაკორის რაიონის ხუტორ სუსატში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. აგებულია 1914 წელს ფსევდორუსულ სტილში[2].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, სემიკარაკორის რაიონი, ხუტორი სუსატი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ამაღლების ეკლესია ორი იყო სოფელში: უფლის ამაღლების ხის ეკლესია, რომელიც ააგეს 1863 წელს და მაორე ამავე ადგილზე აგებული 1891 წელს. როდესაც დროთა განმავლობაში ისიც დაძველდა, მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი ეკლესია, ამჯერად ქვისაგან. ხუტორ სუსატის ამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1906 წელს და გაგრძელდა 1914 წლამდე[2][3].

ეკლესიას ჰქონდა ორი ეგვტერი, რომელთაგან ერთი ნაკურთხი იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის, ხოლო მეორე ჯვართამაღლების სახელზე[2].

1929 წელს ეკლესია დახურეს, მის კედლებს კი იყენებდნენ, როგორც კლუბს, შემდეგ კი როგორც ხორბლის საწყბად და სავაჭრო პუნქტის საწყობად[2].

1989 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და უკვე მომდევნო წლიდან მასში იმართება საღვთო ლიტურგია. ამის შემდეგ ეკლესია მალევე გაარემონტეს და აღადგინეს მისი ინტერიერიც[2][3].

ეკლესია აგებულია ფსევდორუსულ სტილში. შენობა გეგმის მიხედვით ჯვრის ფორმისაა. მასზე მიდგმულია სამიარუსიანი სამრეკლო. სახურავი ოთხფერდაა, აქვს მცირე ვიტრაჟული ფანჯრები[2].

ეკლესიის შენობის წინ მდებარეობს მემორიალი, რომელიც ეძღვნება ხუტორის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]