სუსამბარი
იერსახე
სუსამბარი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Tanacetum balsamita Pyrethrum balsamita | ||||||||||||||
|
სუსამბარი (ლათ. Tanacetum balsamita — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მთლიანი ფოთლები. პატარა კალათა ყვავილედები, რომლებშიც განაპირა ყვავილები თეთრია, შიგნითა კი ყვითელი, თავმოყრილია საერთო ფარისებრ ყვავილედში.
იზრდება მეტწილად კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში. საქართველოში გვხვდება ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტენიან და დანაოჭებულ მდელოებზე, მთის ნაკადულების ნაპირებზე.
სუსამბარი მოჰყავთ სანელებელ მცენარედ, ხშირად ველურდება. იყენებენ ჩრჩილს, რწყილისა და სხვა მწერების წინააღმდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 613.