სუროგატი (1961 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუროგატი (სერბ.-ხორ. Surogat) — 1961 წლის ხორვატული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი რეჟისორია დუშან ვუკოტიჩი. ფილმი გადაღებულია ზაგრებ-ფილმის მიერ, რომელიც ამ პერიოდში იუგოსლავური კომპანია იყო.

ფილმს მიღებული აქვს ოსკარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, 1962 წელს. სიუჟეტით, მამაკაცი მიდის ზღვის ნაპირთან. ყოველი ნივთი, რომელიც თან მიაქვს, გასაბერია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]