სურნელოვანი ცხრატყავა
| სურნელოვანი ცხრატყავა | |||
|---|---|---|---|
| სისტემატიკა | |||
| კლადა | ყვავილოვანი მცენარეები | ||
| კლადა | Mesangiospermae | ||
| კლადა | Eudicots | ||
| კლადა | Core eudicots | ||
| კლადა | Asterids | ||
| კლადა | campanulids | ||
| რიგი | Dipsacales | ||
| ოჯახი | ცხრატყავასებრნი | ||
| გვარი | ცხრატყავა | ||
| სახეობა | სურნელოვანი ცხრატყავა | ||
| ლათინური სახელი - სახეობა | |||
| Lonicera fragrantissima | |||
| Lindl. & Paxton (????) | |||
| |||
სურნელოვანი ცხრატყავა (ლათ. Lonicera fragrantissima) — ცხრატყავასებრთა ოჯახის ბუჩქოვანი მცენარე. მის მშობლიურ ქვეყანად ითვლება ჩინეთი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურნელოვანი ცხრატყავა მებაღეების ყურადღების ცენტრში მოექცა XIX საუკუნეში, როდესაც შოტლანდიელმა მცენარეთა მკვლევარმა რობერტ ფორჩუნიმ იგი აღმოაჩინა და 1845 წელს ბრიტანეთში წარუდგინა ლონდონის მებაღეობის საზოგადოებას. მალევე მცენარე აშშ-შიც გავრცელდა. პირველად ამერიკული ბაღის კატალოგში მისი კომერციული გაყიდვა 1860 წელს დაფიქსირდა.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუჩქი ჩვეულებრივ იზრდება 1-დან 3 მეტრამდე, თუმცა ზოგჯერ აღწევს 4.6 მეტრს. მოზრდილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს ბუჩქოვან გროვას გრძელი, გადაჭრელი ტოტებით. ფოთლები სიგრძეში აღწევენ 9 სანტიმეტრს, ხოლო სიგანეში — 4.5 სმ-ს.[2]
ყვავილები წყვილებად იზრდება, თითოეული დაახლოებით 1 სმ სიგრძისაა. მათი ფერი მერყეობს თეთრიდან კრემისფერამდე და გამოირჩევა ლიმონის სურნელით.[3]
ნაყოფი — წითელი კენკრა, დიამეტრით დაახლოებით 1 სმ-ია. მისი თესლები ვრცელდება ცხოველების მეშვეობით, რომლებიც ჭამენ ნაყოფს. გაღივებისთვის აუცილებელია სტრატიფიკაცია.[2]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურნელოვანი ცხრატყავა პოპულარულია დეკორატიული მიზნებით, განსაკუთრებით ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების ნაკლებობის ფონზე. ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით აშშ-ის აღმოსავლეთში (მაგ. ოჰაიო, ნიუ-იორკი, ჯორჯია), იგი ინვაზიური სახეობა გახდა და ბუნებრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სურნელოვანი ცხრატყავა თბილისის ბოტანიკურ ბაღში
- სურნელოვანი ცხრატყავა თბილისის ბოტანიკურ ბაღში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Cothran, James R. (2003). Gardens and historic plants of the antebellum South. University of South Carolina Press, გვ. 219.
- 1 2 3 Munger, Gregory T. (2005). Lonicera spp. In: Fire Effects Information System, [Online]. U.S. Department of Agriculture, Forest Service, Rocky Mountain Research Station, Fire Sciences Laboratory. Retrieved January 18, 2012.
- ↑ Lonicera fragrantissima. Missouri Botanical Garden. Retrieved January 18, 2012.(ინგლისური)