სურენ სპანდარიანი

სურენ სპანდარიანი (მარცხნივ) და იოსებ სტალინი 1915 წელს
სურენ სპანდარის ძე სპანდარიანი (დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 3 დეკემბერი], 1882, თბილისი — გ. 24 თებერვალი [ძვ. სტ. 11 თებერვალი], 1916, კრასნოიარსკი) — რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე რუსეთსა და კავკასიაში. სომხური ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი. რსდმპ წევრი 1901 წლიდან, ბოლშევიკი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, ეწეოდა პროპაგანდას მუშებს შორის. 1905-1907 წლებში რევოლუციის მონაწილე მოსკოვსა და კავკასიაში, რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი. 1907 წელს რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, 1910 წელს ჩაბმული იყო რევოლუციურ მოღვაწეობაში თბილისში. 1911-1912 წლებში რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის მოწვევის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 506.