სურენ პაპიკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურენ პაპიკიანი
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1986(1986-04-26) (37 წლის)
დაბადების ადგილი სტეფანავანი
მოქალაქეობა  სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები Garegin Nzhdeh medal

სურენ პაპიკიანი (სომხ. Սուրեն Պապիկյան; დ. 26 აპრილი, 1986, სტეფანავანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, მასწავლებელი. სომხეთის ვიცე-პრემიერი 2021 წლიდან. 2018-2019 წლებში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და განვითარების მინისტრი. 2019-2021 წლებში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. სომხეთის რევოლუციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. 2021 წლის 15 ნოემბრიდან სომხეთის თავდაცვის მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურენ პაპიკიანი თავის სამუშაო კაბინეტში

სურენ პაპიკიანი 1986 წლის 26 აპრილს დაიბადა სტეფანავანში. 2003-2010 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე (სწავლის დროს გაწვეული იქნა ჯარში). ისტორიის ბაკალავრი, პედაგოგი. 2010-2012 წლებში კვლავ სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. პაპიკიანი არის ისტორიის მაგისტრი. 2009-2011 წლებში პაპიკიანი ხელმძღვანელობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტურ სამეცნიერო საზოგადოებას. 2012-2016 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომ კურსზე. 2010-2016 წლებში იყო ერევნის N54 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.[1]. 2011-2018 წლებში მუშაობდა კუანტიმის კოლეჯში, მასწავლებლად. 2017-2018 წლებში ერევნის ქალაქის საბჭოს ექსპერტი იელკის ფრაქციიდან. 2018 წელს იყო მოძრაობა „ჩემი ნაბიჯის“ წევრი-ინიციატორი და სომხეთის აპრილ-მაისში მომხდარი არაძალადობრივი სომხეთის რევოლუციის მონაწილე. ის არის პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ გამგეობის თავმჯდომარე. ნიკოლ ფაშინიანის პირველ კაბინეტში 2018-2019 წლებში იკავებდა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და განვითარების მინისტრის თანამდებობას. 2019-2021 წლებში ფაშინიანის მეორე კაბინეტში დაინიშნა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად. ჯამში მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2018 წლის 12 მაისიდან 2021 წლის 2 აგვისტომდე. 2021 წლის 2 აგვისტოს, ფაშინიანის მესამე კაბინეტში სურენ პაპიკიანი დაინიშნა სომხეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.[2]. სურენ პაპიკიანი 2021 წელს იყო პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ საპარლამენტო საარჩევნო, პროპორციული სიის წევრი. არის პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ დამფუძნებელი წევრი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა საბჭომ პაპიკიანი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 2016 წელს კი მან მიიღო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გარეგინ ნჟდეს სახელობის ჯილდო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაუოჯახებელია. არ ჰყავს შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biography of Suren Papikyan Official website of the Government of Armenia
  2. mediamax.am