სურენ ავჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სურენ ავჩიანი
დაბ. თარიღი 5 აგვისტო 1904(1904-08-05)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 2 ივნისი 1985(1985-06-02) (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია თბილისის სომხური პანთეონი
საქმიანობა მთარგმნელი, პროზაიკოსი და პოეტი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა

სურენ გიორგის ძე ავჩიანი (დ. 5 აგვისტო, [ძვ. სტ. 24 ივლისი], 1904, თბილისი — გ. 2 ივნისი, 1985) — სომეხი მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1964).

განათლება მიიღო თბილისში, ნერსესის სემინარიაში (1916–1920). ცხოვრობს საქართველოში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1923 წელს. ავტორია პიესებისა „სოსი და ვარდითერი“ (1946), „ქოროღლი“ (1948), „საიათნოვა“ (1950), „პელ-პუღი“ (1956), ლექსთა კრებულისა „ლექსები“ (1959). მისი შრომებიდან აღსანიშნავია „ხელოვნება და ხელოსნობა“ (1930), „ქართულ-სომხური თეატრალური ურთიერთობანი“ (1960). ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობითს მოღვაწეობას: სომხურიდან ქართულად თარგმნა ო. თუმანიანის „დავით სასუნცი“ (1939), ა. შირვანზადეს „ქაოსი“ (1950) და სხვა, ქართულიდან სომხურად — ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და „ბედი ქართლისა“ (1946), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]