სურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სურები (ძველი სახელწოდება))

სურები – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, გურიაში, მდინარე სუფსის ზემო წელში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამ თემში: ზემო სურები (სოფლები: ზემო სურები, ტობახჩა, თავსურები, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური), შუა სურები და ქვემო სურები იგივე დიდივანი (სოფლები: გურისტყე, გაღმა დობირო, გამოღმა დობირო).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურების სახევისთავოს მთავარი ციხე იყო სურთა ციხე, რომელსაც შემდეგ ბუკისციხე ეწოდა.[1] სურების ხეობა განთქმული იყო თაფლით, რისგანაც აქ გემრიელ და ძვირადღირებულ არაყს ხდიდნენ. სურების მოსახლეობა 1870-იან წლებში შეადგენდა 300 კომლს.[2] სურების პირველი მამასახლისი იყო მოსე მამუკას ძე რამიშვილი, რომლის თაოსნობითაც სოფელში საცალფეხო და საშიში ბილიკის ნაცვლად გაყვანილ იქნა საცხენოსნო შარაგზა. 1887 წელს სოფელში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა ისიდორე რამიშვილმა. 1920 წელს დაიყო სამ თემად: დიდივანის, შუა სურების და ზემო სურების.[3] სურები 1931 წელს დაუკავშირდა საავტომობილო გზით დაბა ჩოხატაურს.

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურებში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, მაცხოვრის სახელობის ქვის ეკლესია და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლომისკარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ ბუკისციხეში იყო დასვენებული, საიდანაც ის გაიტაცეს 1905 წლის რევოლუციის დროს. რევოლუციონერმა თენგიზ ჟღენტმა ის რევოლვერით დაცხრილა. სულ მალე ჟღენტმა იმავე იარაღით მოიკლა თავი.[4]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[5] 1704
1893[6] 2182
1902[7] 3061
1908[8] 3540 1728 1812
2002 803
2014 514

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურებში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი (ქვემო სურები). სურებში დაიბადა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ისიდორე რამიშვილი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიხარულიძე იური, „გურია და გურიამდელი რიონ-ჭოროხის შუამდინარეთი“ // გაზეთი „ალიონი“ N37 გვ.3 — 2013 წ
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.190 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. გურიის ერობის მოამბე N2 — გვ. 6 — 7 იანვარი 1920
  4. კოსტავა მ., „მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა საქართველოში“ // „არტანუჯი“ : ჟურნალი, 1994, № 2-3.
  5. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  6. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  7. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  8. Кавказский календарь на 1910 год