შინაარსზე გადასვლა

სურბ კარაპეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურბ კარაპეტის მონასტერი
Map
ძირითადი ინფორმაცია
სტატუსი არ არის მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სომხური არქიტექტურა
თარიღდება IV საუკუნე
სურბ კარაპეტი ვიკისაწყობში


სურბ კარაპეტის მონასტერი (ასევე: წმინდა კარაპეტის მონასტერი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, (სომხ. Մշո Սուրբ Կարապետ վանք), ასევე ცნობილი როგორც გლაკის მონასტერი — სომხ. Գլակավանք) — სომხური სამოციქულო ეკლესიის ისტორიული მონასტერი, რომელიც მდებარეობდა დასავლეთ სომხეთში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, მუშის ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მურატის მარჯვენა ნაპირის სიახლოვეს. სომხურ ფოლკლორში მონასტერი ცნობილია სახელწოდებით „Мшо султан сурб Карапет“ („მშოს მფლობელი წმინდა კარაპეტი“).[1][2] მონასტერი სომეხთა მფარველი წმინდანს, სურბ კარაპეტს, მიეძღვნა, რომელიც სომხურ ქრისტიანულ ტრადიციაში იოანე ნათლისმცემლის შესაბამისად ითვლება. მონასტერი დაარსდა IV საუკუნეში და არსებობდა XIX საუკუნემდე. ის წარმოადგენდა მთელ სომხურ სამიწათმფლობელოებს შორის ერთ-ერთ უმთავრეს გაერთიანებულ სალოცავ ადგილს და მნიშვნელოვანი მომლოცველების ცენტრი იყო.[3] მონასტერმა გადაიბარა საკრალური ფუნქციები ახლომდებარე ქალაქ აშტიშატში მდებარე წარმართულ ტაძართაგან, სადაც სომხური წარმართული სამების — ღმერთი ვაგნისა და ქალღმერთების ანაითისა და ასტლიკის თაყვანისცემა ხორციელდებოდა. ვარდავარის დღესასწაულზე მონასტერში იკრიბებოდნენ მომლოცველები არა მხოლოდ მიმდებარე რაიონებიდან, არამედ შორეული რეგიონებიდანაც.

მონასტერი დაარსდა IV საუკუნეში დიდი სომხეთის ტარონის გავარში (თურუბერანი, ვანის ტბის დასავლეთით). მონასტრის ცნობილ წინამძღოლებს შორის იყვნენ ზენობ გლაკი (რომლის სახელზეც მონასტერს ეწოდა გლაკის მონასტერი ან გლაკავანკი) და იოანე მამიკონიანი. ორივეს მიეწერება თხზულების „ტარონის ისტორია“ ავტორობა — სომხური შუა საუკუნეების ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ძეგლი.[4]

სომხური სამოციქულო ეკლესია სურბ კარაპეტის მონასტრის დამფუძნებლებად წმინდა ანტონსა და ქრონიდს მიიჩნევს — წმინდა გრიგოლ განმანათლებლის თანამოსაგრეებს. ანტონი და ქრონიდი კესარიელი ბერძნები იყვნენ. „ტარონის ისტორიის“ მიხედვით, გრიგოლ განმანათლებლის ბრძანებით იქნა დანგრეული სპილენძის კერპი გისანე,[5] რომლის ადგილზეც აშენდა სურბ კარაპეტის (წმინდა კარაპეტის) ეკლესია. სწორედ ამ ტაძარში დამკვიდრდნენ ანტონი და ქრონიდი. ისინი გარდაიცვალნენ 355 წელს, ორმოცი წლის განდეგილობის შემდეგ. მათი ხსენების დღე სომხურ ეკლესიაში აღინიშნება ჯვრთამაღლების მეხუთე ორშაბათს.

„ტარონის ისტორიის“ მიხედვით, 584 წელს სურბ კარაპეტის მონასტერს ესტუმრა შვიდი განდეგილი: პოლიკარპე, ფენაი, სიმეონი, იოანე, ეპიფანე, დიმარი და ნარცისი. ისინი მცენარეებით იკვებებოდნენ, რის გამოც მათ „ბალახისმჭამელები“ ეწოდათ. როდესაც ტარონს თავს დაესხა სასანიდების მმართველის — ხოსროვ II პარვიზის — ჯარი, მონასტრის ბერები აიძულეს, რომ ტაძარი დაეტოვებინათ. თუმცა ბალახისმჭამელები დარჩნენ მონასტერში და 604 წელს, სპარსელთა თავდასხმისას, მოკლული იქნენ. მათი ხსენების დღე სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება ჯვართამაღლების მეხუთე ორშაბათს.[6]

მონასტერი გახდა მამიკონიანების საგვარეულო საკუთრება — საგვარეულოსი, რომელსაც ეკუთვნოდა ორი დიდი ოლქი: ტარონი და ტაიქი.[7]

1862 წელს მონასტრის წინამძღოლად დაინიშნა მკრტიჩ I, რომელიც მოგვიანებით მთელი სომხეთის კათოლიკოსი გახდა. სწორედ აქ დააარსა მან სემინარია და გაზეთი „არცვიკ ტარონო“ („ტარონის არწივი“). გაზეთის რედაქტორი, ხოლო შემდეგ მონასტრის წინამძღოლი გარეგინ სრვანდზტიანცი (1840-1892) იყო.

1915 წელს სომხების გენოციდის დაწყებისას, სურბ კარაპეტში და მის გარშემო არსებულ სომხურ დასახლებებში, მოსახლეობამ სტიქიური თავდაცვა სცადა, თუმცა მარცხი განიცადა თურქული არმიის რიცხობრივი უპირატესობისა და საბრძოლო მასალის სიმცირის გამო.[8] მონასტერი მთლიანად გაანადგურეს. მის ადგილზე გაჩნდა ქურთული სოფელი იუქარიუნგალი (Çengilli), თურქეთის მუშის პროვინციაში.

  1. Армянский народный эпос «Сасунские удальцы». Избранные варианты, Ер., 2004.
  2. Лисициан С. Д., Очерки этнографии дореволюционной Армении // Кавказский этнографический сборник, ტ. 1, М.: Изд-во АН СССР, 1955. — გვ. 376 (Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия/ АН СССР, т. XXVI).
  3. Одабашян А. А., Народные верования армян (по материалам рукописных талисманов XV-XIX вв.), ტ. 6, M.: Изд-во АН СССР, 1976. — გვ. 300 (Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия/ АН СССР).
  4. Арутюнова-Фиданян В. А., Щавелев А. С., Очерк истории изучения легенд об основаниях городов в древнерусской «Повести временных лет» и армянской «Истории Тарона»: Кий и Куар // Древнейшие государства Восточной Европы : ежегодник. 2011: Устная традиция в письменном тексте, М.: Восточная лит., 2013. — გვ. 589, ISBN 978-5-91244-107-3.
  5. Айвазян, К. В., «История Тарона» и армянская литература IV-VII веков : Ист.-филол. исследование, Ереван: Изд-во Ереван. ун-та, 1976. — გვ. 409.
  6. Обретение мощей Агванского Католикоса Св. Григориса. День памяти свв. Отцов Татула и Вароса, Фомы, Антона и Кронида и семи травоедов, принявших мученичество в капище Иннакн. Армянский информационный портал (2015-10-12). ციტირების თარიღი: 2019-09-10.
  7. Исторические связи и дружба украинского и армянского народов, ტ. 2, Ереван: Изд-во АН Арм. ССР, 1965. — გვ. 183.
  8. Армянский вопрос. Энциклопедия, Ереван: Главная редакция Армянской Энциклопедии, 1991. — გვ. 352.