სურბ-ხაჩი (ხაჩქარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაჩქარი სურბ-ხაჩი

სურბ-ხაჩი (სომხ. Սուրբ խաչ) — VI საუკუნის სომხური ხაჩქარი. ინახებოდა ყირიმის სურბ-ხაჩის მონასტერში, შემდეგ ყირიმიდან გადასახლებულმა სომხებმა გადაიტანეს მდინარე დონის რაიონში. ამჟამად მდებარეობს დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI-XIII საუკუნეებში, სომხეთის სამეფოს დედაქალაქის ანისის დაცემის შემდეგ, თურქ-სელჩუკებისაგან და თათარ-მონღოლებისაგან დევნილებმა დატოვეს მშობლიური კუთხე და ქალაქი. დევნილთა უდიდესი ნაწილი გადასახლდა ყირიმში. ანისიდან წაღებული სურბ-ხაჩი დააბრძანეს სპეციალურად მის სახელზე აგებულ ტაძარში, რომელიც ააშენეს 1385 წელს ძველი ყირიმის გარეუბანში. ხუთი საუკუნის განმავლობაში ხაჩქარი ინახებოდა ყირიმის სურბ-ხაჩის ეკლესიაში.

1778 წელს დაიწყო ყირიმელი სომხების გადასახლება დონის რაიონში. გადასახლებისას სომხებმა თან გაიყოლეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული რელიქვიები და საეკლესიო ქონება, მათ შორის 800 ხაჩქარი, მათ შორის სურბ-ხაჩიც. თავიანთ ახალ დასახლებაში სომხებმა დაიწყეს სომხური ტაძრების აშენება. სომხური ხაჩქარები განათავსეს მათ ინტერიერში და ფასადებში. განსაკუტრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა სურბ-ხაჩი, რომლის სახელზეც აშენდა დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია[1].

1924 წელს ეკლესია გაქურდეს. ქვა-ჯვარი გადაიტანეს დონის ნახიჭევანის გრიგორ განმანათლებლის ეკლესიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც XX საუკუნის 30-იან წლებში ეს ეკლესიაც დახურეს, სურბ-ხაჩის ხაჩქარი გადაიტანეს სომხურ სასაფლაოზე მდებარე წმინდა კარაპეტის ეკლესიაში. მოგვიანებით ხაჩქარი რუსულ-სომხური მეგობრობის მუზეუმში გადაიტანეს, რომელიც მდებარეობდა დახურული სურბ-ხაჩის ეკლესიის შენობაში[1]. 2007 წელს მონასტერი დაუბრუნდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წიაღს. დაგეგმილი იყო, რომ ხაჩქარი გადაეტანათ ახალ მუზეუმში, მაგრამ მრევლის თხოვნით ეკლესია დარჩა თავისი სახელწოდების ეკლესიაში, სადაც ინახება დღემდე[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Светлана Хачикян. Хачкар Сурб Хач вновь в Сурб Хаче. Нахичеванские вести. წაკითხვის თარიღი: 2013-09-15.
  2. Монастырь Сурб-Хач в Ростове-на-Дону возвращён Армянской Церкви. Патриархия.ru. წაკითხვის თარიღი: 2009-07-16.