სურამის წმინდა გიორგის ეკლესია (რიკოთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სურამის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია მდებარეობს დაბა სურამის დასავლეთით, რიკოთის უღელტეხილის ადგილ ქუცუმაზე. ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო შემოვლითი გზის ნაპირას, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,1X6 მ), ნაგებია რიყის ქვით და კირქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე პატარა სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთისა და დასავლეთის კედელშიც. სახურავი ორფერდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]