სუპრუნოვის წისქვილის კანტორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუპრუნოვის წისქვილის კანტორა
რუს. Контора мельницы И. А. Супрунова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი მ. ელიცერი
ტიპი რუსული სტილი
გახსნის თარიღი 1890-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სუპრუნოვის წისქვილის კანტორა (რუს. Контора мельницы И. А. Супрунова) — გარემონტებული შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). მდებარეობდა ბუდიონოვსკის პროსპექტზე (სახლი 33[1], სხვა წყაროებით სახლი 35[2].). აღნიშნული ნაწილი დონის როსტოვის ისტორიულ ცენტრს განეკუთვნება. სუპრუნოვის წისქვილის კანტორა აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. შენობას გააჩნია ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. კონკრეტულ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც ძმები ელიცერების წისქვილი - პირველი მფლობელების სახელის მიხედვით[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილზე სადაც ააშენეს სუპრუნოვის წისქვილი, 1863 წელს ააგეს ხიდი. 1884 წლისათვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილი შეიძინეს მოქალაქეებმა. ერთ-ერთი მათგანი იყო მ. ელიცერი, რომელმაც შეიძნა მიწის ნაკვეთი, რომელიც პროსპექტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. 1890-იან წლებში მან ააგო ორთქლზე მომუშავე წისქვილი, რომელიც შედგებოდა ორსართულიანი კანტორისაგან და სამრეწველო შენობისაგან. აღნიშნული შენობის ერთ-ერთ მბლოფელად ასევე ითვლებოდა მ. ელცერის ძმა, ი. ელცერი.

1904 წელს ელცერების უძრავი ქონება გადავიდა ი. სუპრუნოვის მფლობელობაში. პირველ სართულზე მან განათავსა წისქვილი, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობდნენ მოსამსახურეები. 1940-იან წლებში წისქვილის სამრეწველო შენობები დაანგრიეს, ხოლო კანტორის სახურავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული რემონტის შემდეგ იგი გამოიყენებოდა საცხოვრებლად და მაღაზიებისათვის.

XXI საუკუნის დასაწყისში შენობის ფასადი პირადი ინიციატივით აღადგინა კარპ ბაბლოიანცმა. 2012 წელს წარმოებული სარემონტო სამუშაოების დროს შენობის ფასადი გაასუფთავეს საღებავისაგან და სახლს დაუბრუნდა ის სახე რაც მას ჰქონდა XX საუკუნეში[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა განეკუთვნება არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც აგებულია რუსულ სტილში. შენობის განსაკუთრებული თვისებაა გამომეტყველებითი არქიტექტურული გადაწყვეტილებები. სახლი ორსართულიანია და მის სამშენებლო მასალად გამოყენებულია წითელი აგური[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]