სუპერ 8 (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სუპერ 8“
რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ჯეი ჯეი აბრამსი
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი ლარი ფონგი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 9 ივნისი, 2011 (2011-06-09) (ავსტრალია)
  • 10 ივნისი, 2011 (2011-06-10) (აშშ)
ხანგრძლივობა 112 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 260.1 მილიონი აშშ დოლარი[2]

სუპერ 8“ (ინგლ. Super 8) — 2011 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლის სცენარის ავტორი, თანაპროდიუსერი და რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, ხოლო პროდიუსერი – სტივენ სპილბერგი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ ჯოელ კორტნი, ელ ფენინგი და კაილ ჩენდლერი. ისინი განასახიერებენ მოზარდებს, რომლებიც სუპერ 8-იან ფირზე იღებენ საკუთარ ფილმს, მაგრამ ამ დროს ხდებიან მატარებლის კატასტროფის მომსწრენი, რასაც ქალაქში საშინელი ამბები მოჰყვება. ფილმი გადაიღეს უირტონში (დასავლეთი ვირჯინია) და იქვე მდებარე ადგილებში.

„სუპერ 8“ გამოვიდა 2011 წლის 10 ივნისს[2] სტანდარტულ და IMAX-ის კინოთეატრებში. კრიტიკოსებმა მას დადებითი შეფასება მისცეს, აღნიშნეს რა ნოსტალგიური ელემენტები, ვიზუალური ეფექტები, მუსიკა და მსახიობთა გუნდის, განსაკუთრებით ფენინგის და კორტნის შესრულება. თავად ფილმი შეადარეს ჟანრის კლასიკურ ნამუშევრებთან „უცხოპლანეტელი“, „დარჩი ჩემთან“ და „ლენჩები“. „სუპერ 8“ აგრეთვე კომერციულად წარმატებული იყო და 50 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით 260 მილიონი მოიპოვა. მას მიენიჭა მრავალი ჯილდო და ნომინაცია, ტექნიკურ და სპეციალურ ეფექტებთან დაკავშირებულ კატეგორიებში, ჯაკინოს მიერ დაწერილი მუსიკისთვის და კორტნის და ფენინგის სამსახიობო შესრულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kaufman, Amy (June 9, 2011). „Movie Projector: 'Super 8' faces off against 'X-Men'; both will destroy 'Judy Moody'. Los Angeles Times. Tribune Company. ციტირების თარიღი: June 11, 2011.
  2. 2.0 2.1 „სუპერ 8“Box Office Mojo-ზე