სუპერორგანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სუპერორგანიზმი — ერთი სახეობის სინერგიულად ურთიერთ მომქმედი ორგანიზმების ჯგუფია. სხვადასხვა სახეობის სინერგიულად ურთიერთ მომქმედ ორგანიზმების ჯგუფს ჰოლობიონტი ეწოდება.

ტერმინი სუპერორგანიზმი ხშირად ეუსოციალური ცხოველების მიმართ გამოიყენება, სადაც ფუნქციების გადანაწილება ძალიან სპეციალიზებულია და გარკვეულ ინდივიდუალებს დამოუკიდებლად გადარჩენის საშუალება არ აქვთ. სუპერორგანიზმის ყველაზე კარგი მაგალითია: ჭიანჭველასებრნი. სუპერორგანიზმი შესაძლოა განისაზღვროს როგორც "ორგანიზმთა ერთობლივობა, რომლებსაც შეუძლიათ შეთანხმებულად მოქმედება, იმისათვის რომ შექმნან მოვლენა, რომელიც იმართება კოლექტივის მიერ"[1], მოვლენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი აქტივობა "რასაც ბუდე მოითხოვს", როგორიცაა ჭიანჭველების მიერ საკვების ერთობლივი მოპოვება ან მტაცებლებისგან თავდაცვა[2][3], ან ფუტკრების მიერ ახალი ბუდის ძებნა.[4]

ტერმინი 1789 წელს "გეოლოგიის მამამ" ჯეიმზ ჰატონმა შეიმუშავა, იმისათვის რომ დედამიწა გეოფიზიოლოგიურ კონტექსტში განეხილა. ჯეიმზ ლავლოკის[5] და ლინ მარგულის "გაია ჰიპოთეზა", ასევე ჰატონი, ვლადიმირ ვერნადსკი და გაი მარჩი ვარაუდობდნენ, რომ თავად ბიოსფეროც სუპერორგანიზმია, თუმცა ეს მოსაზრება სადავოდ დარჩა.[6]

ტობი ტირელი გაია ჰიპოთეზის მიმართ კრიტიკით იყო განწყობილი, ის ამტკიცებდა რომ, დედამიწის კლიმატური სისტემა არ ჰგავს ცხოველთა ფიზიოლოგიურ სისტემას. პლანეტათა ბიოსფერო, მკაცრად არ რეგულირდება, როგორც ცხოველთა ორგანოები: "პლანეტები ცხოველებისგან განსხვავებით, არ არიან ევოლუციის პროდუქტი. აქედან გამომდინარე ჩვენ უფლება გვაქვს სკეპტიკურად მივუდგეთ საკითხს, თუ რა უნდა ჩაითვალოს სუპერორგანიზმის მსგავს მოვლენად. მან დაასკვნა, რომ "სუპერორგანიზმთან ანაგოლია დაუსაბუთებელია".[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kelly, Kevin (1994). Out of control: the new biology of machines, social systems and the economic world. Boston: Addison-Wesley, გვ. 98. ISBN 0-201-48340-8. 
  2. "The Self-Organizing Exploratory Pattern of the Argentine Ant". Journal of lnsect Behavior 3: 159–168. 1989. .
  3. "Differentiated Anti-Predation Responses in a Superorganism". PLOS ONE 11: e0141012. 2015. .
  4. "Deciding on a new home: how do honeybees agree?". Proceedings of the Royal Society B 269: 1383–1388. 2002. .
  5. Gaia: A New Look at Life on Earth, James Lovelock, Oxford University Press, 1979
  6. Tyrrell, Toby (2013), On Gaia: A Critical Investigation of the Relationship between Life and Earth, Princeton: Princeton University Press, с. 209, ISBN 9780691121581, http://press.princeton.edu/titles/9959.html
  7. ტაირელი, ტობი (2013), On Gaia: A Critical Investigation of the Relationship between Life and Earth, Princeton: Princeton University Press, с. 209, ISBN 9780691121581, http://press.princeton.edu/titles/9959.html