შინაარსზე გადასვლა

სუპერმთვარე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2011 წლის 19 მარტის სუპერმთვარის (მარჯვნივ) შედარება 2010 წლის დეკემბრის ჩვეულებრივ სავსე მთვარესთან (მარცხნივ), როგორც დედამიწიდან ჩანს
2011 წლის 19 მარტის სუპერმთვარე დედამიწიდან 356 577 კილომეტრით იყო დაშორებული.

სუპერმთვარე — მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, მის ელიფსურ ორბიტაზე; შედეგად, დედამიწადან მთვარე ზომაში ბვევრად უფრო დიდი ჩანს.[1] ტექნიკური სახელია დედამიწა-მთვარე-მზის სისტემის პერიგეა-სიზიგია. ტერმინი „სუპერმთვარე“ ასტრონომიული არაა, სათავეს იღებს თანამედროვე ასტროლოგიიდან.[2] ოკეანეებისა და დედამიწის ქერქის მიქცევა-მოქცევასთან მთვარის კავშირის გამო, სუპერმთვარის ფენომენს ხშირად აკავშირებენ ისეთ სარისკო მოვლენებთან, როგორებიცაა მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები, თუმცა ამის მტკიცებულებები ნაკლებ დამაჯერებელია.[3]

საპირისპირო მოვლენას, აპოგეა-სიზიგიას მიკრომთვარეს უწოდებენ,[4] თუმცა ეს ტერმინი ისე გავრცელებული არაა, როგორც სუპერმთვარე.

იშვიათად, სუპერმთვარეობა მთვარის სრულ დაბნელებასაც ემთხვევა. ბოლო ასეთი ფაქტი 2015 წლის 27–28 ოქტომბერს მოხდა, შემდეგი კი 2033 წლის ოქტომბერში განმეორდება.[5]

დედამიწის გარშემო მთვარის ელიფსური ორბიტის გამო, მანძილი მათ შორის ყოველთვიურად 357 000-სა და 406 000 კმ-ს შორის იცვლება.[6][7][8]

სუპერმთვარეობისას, მის უშორეს წერტილთან შედარებით, მთვარე დიამეტრში 14%-ით უფრო დიდი ჩანს, სიკაშკაშე კი 30%-ით მეტი.[9]

სავსემთვარეობის ციკლი არის მთვარის პერიგეის განლაგებების პერიოდი დედამიწასა და მზეს შორის, რაც 411.8 დღეს შეადგენს. დაახლოებით ყოველი მე-14 სავსე მთვარე სუპერმთვარეა.

ეფექტები მიქცევა-მოქცევაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზისა და მთვარის კომბინირებული ეფექტები დედამიწის ოკეანეებზე, მის მიქცევა-მოქცევაზე[10] პიკს მაშინ აღწევს, როცა მთვარე ახალია ან სავსე.[11] მთვარის პერიგეის დროს, მისი გრავიტაციული ძალა გარკვეულწილად ძლიერია. თუმცა, პიკშიც კი, ეს ძალა მაინც შედარებით სუსტია[12] და მიქცევა-მოქცევას შორის ერთ ინჩზე ნაკლებ სხვაობას იწვევს.[13]

ბუნებრივი კატაკლიზმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიაში ბევრი სპეკულაცია იყო იმასთანდ აკავშირებით, რომ სუპერმთვარეობის 1-2-კვირიან პერიოდთან დაკავშირებული იყო 2011 წლის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან, ასევე 2004 წელს ინდოეთის ოკეანის მიწისძვრა და ცუნამი.[14][15] მიუხედავად ამისა, სუპერმთვარესა და ძლიერ მიწისძვრებს შორის კავშირი დამტკიცებული არ არის.[16][17][18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Staff (September 7, 2014). „Revisiting the Moon“. New York Times. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  2. Phil Plait. Kryptonite for the supermoon. Bad Astronomy. Discover. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 22, 2019. ციტირების თარიღი: August 29, 2015.
  3. Rachel Rice. No Link Between 'Super Moon and Earthquakes. Discovery News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2011. ციტირების თარიღი: March 20, 2015.
  4. What is a micromoon? Timeanddate.com, accessed 1 Oct 2015.
  5. 'Supermoon' coincides with lunar eclipse“. BBC News. 28 September 2015. ციტირების თარიღი: 29 September 2015.
  6. Meeus, Jean (1997). Mathematical Astronomy Morsels. Richmond, Virginia: Willmann-Bell, გვ. 15. ISBN 0-943396-51-4. 
  7. Plait, Phil. (March 11, 2011) No, the 'supermoon' didn't cause the Japanese earthquake. Discover Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  8. Hawley, John. Appearance of the Moon Size. Ask a Scientist. Newton. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  9. Phillips, Tony, Dr.. (March 16, 2011) Super Full Moon. Science@NASA Headline News. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2012. ციტირების თარიღი: 22 June 2013.
  10. Plait, Phil. (2008)Tides, the Earth, the Moon, and why our days are getting longer. Bad Astronomy. ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  11. Sumich, J.L.. (1996)Animation of spring and neap tides. NOAA's National Ocean Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 14, 2018. ციტირების თარიღი: June 22, 2013.
  12. Apogee and Perigee of the Moon. Moon Connection. ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  13. Rice, Tony (4 May 2012). „Super moon looms Saturday“. WRAL-TV. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  14. Paquette, Mark. (March 1, 2011) Extreme Super (Full) Moon to Cause Chaos?. Astronomy Weather Blog. AccuWeather. ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  15. Is the Japanese earthquake the latest natural disaster to have been caused by a supermoon?. The Daily Mail (March 11, 2011). ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  16. Can the position of the Moon affect seismicity?. The Berkeley Seismological Laboratory (1999). ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  17. Fuis, Gary. Can the position of the moon or the planets affect seismicity?. U.S. Geological Survey: Earthquake Hazards Program. ციტირების თარიღი: 14 March 2011.
  18. Wolchover, Natalie. (March 9, 2011) Will the March 19 "SuperMoon" Trigger Natural Disasters?. Life's Little Mysteries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 15 March 2011.