შინაარსზე გადასვლა

სუნიტა უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუნიტა უილიამსი
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1965 (1965-09-19) (59 წლის)
დაბ. ადგილი იუკლიდი, ოჰაიო, აშშ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სამხედრო წოდება გადამდგარი ოფიცერი
ექსპედიცია

STS-116/117 (სკს-14/15) სოიუზ TMA-05M (სკს-32/33)

Boe-CFT/SpaceX Crew-9 (სკს-71/72)

სუნიტა ლინ (სუნი) უილიამსი (ინგლ. Sunita Lyn "Suni" Williams, ქალიშვილობის გვარი პანდია; დ. 19 სექტემბერი, 1965, იუკლიდი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი ასტრონავტი და აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარი ოფიცერი. უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იყო: „სკს-14“-ზე, როგორც მონაწილე, „სკს-15“-სა და „სკს-32“-ზე — ფრენის ინჟინერი და „სკს-33“-ზე — სადგურის მეთაური. NASA-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის წევრი. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში ჯამურად მრავალი საათია ნამყოფი: მისი ცხრა კოსმოსური გაფრენა მეორე ადგილზეა ქალის მიერ, ხოლო ღია კოსმოსში ფრენის მთლიანი დრო 62 საათი და 6 წუთი, არის მეოთხე საერთო ჯამში და ყველაზე მეტი შესრულებული ქალის მიერ. მისი პირველი კოსმოსური ფრენისას, რომელიც გაგრძელდა 194 დღე 18 საათი 03 წუთი 14 წამი (12/10/2006 - 06/19/2007), მან დაამყარა რეკორდი, კოსმოსში ქალის მიერ ყველაზე ხანგრძლივ და უწყვეტ ყოფნაში (2015 წელს რეკორდი მოხსნილ იქნა (199 დღე) იტალიელის ასტრონავტის სამანტა კრისტოფორეტის მიერ).

სუნიტა უილიამსი დაიბადა აშშ-ის შტატის ქალაქ იუკლიდში, თუმცა ბავშვობა მან მასაჩუტეტსის შტატის ნედჰემში გაატარა.[1] მისი მამა, დიპაკ პანდია, ინდო-ამერიკელი ნეიროანატომი იყო გუჯარათის მეჰსანას რაიონიდან,[2] ხოლო დედა, ურსულინ ბონი პანდია — სლოვენი ამერიკელი.[3] სუნიტა უილიამსი სამი შვილიდან ყველაზე უმცროსია. უილიამს, მისი ინდური და სლოვენური მემკვიდრეობის აღსანიშნავად,[3] კოსმოსში სიმბოლურად წაღებული ჰქონდა სლოვენიის დროშა,[4] სამოსა და კარნიოლური ძეხვი. მისი მეტსახელებია: სუნი (Suni) შეერთებულ შტატებში[1] და სონჩკა (Sončka) სლოვენიაში.[5]

1983 წელს უილიამსმა დაამთავრა ნიდემის საშუალო სკოლა.[6] 1987 წელს მან მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკურ მეცნიერებებში აშშ-ის საზღვაო აკადემიიდან, 1995 წელს ხოლო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საინჟინრო მენეჯმენტში ფლორიდის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან.[7]

1987 წლის მაისში უილიამსი დაინიშნა აშშ-ს საზღვაო ფლოტში ენსინად. საზღვაო სანაპირო სისტემის სარდლობაში ექვსთვიანი დროებითი სამსახურის შემდეგ, დაინიშნა დამწყები მყვინთავის ოფიცრად. შემდეგ იგი მივლინებულ იქნა საზღვაო საჰაერო მომზადების სარდლობაში, სადაც 1989 წლის ივლისში დაინიშნა სამხედრო-საზღვაო მფრინავად. მან საწყისი მომზადება გაიარა Boeing Vertol CH-46 Sea Knight-ით HSC-3-ში, შემდეგ სამსახური გაგრძელა HSC-8-ში ნორფოლკში. აქედან იგი მივლინებით იმყოფებოდა ხმელთაშუაზღვაში, წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში, რომლის დროსაც მონაწილეობა მიიღო სპარსეთის ყურის ოპერაცია „Desert Shield“-სა და ოპერაცია „Provide Comfort“-ში. 1992 წლის სექტემბერში იგი იყო H-46 რაზმის პასუხისმგებელი ოფიცერი, რომელიც გაგზავნილი იყო მაიამიში, ქარიშხალი ენდრიუს შედეგების ლიკვიდაციისათვის. 1993 წლის იანვარში უილიამსმა დაიწყო წვრთნა აშშ-ს საზღვაო მფრინავ-გამომცდელთა სკოლაში, რომელიც დაამთავრა დეკემბერში და დაინიშნა ხრახნფრთიანი საფრენი აპარატების საგამოცდო დირექტორატიაში, როგორც H-46-ის პროექტის ოფიცერი და V-22-ის მხარდამჭერი მფრინავი T-2-ში. მოგვიანებით, იგი დაინიშნა ესკადრილიის უსაფრთხოების ოფიცრად და განახორციელა საცდელი ფრენები SH-60B/F, UH-1, AH-1W, SH-2, SH-3, H-46, VH-53 და H-57-ზე.[7]

1995 წლის დეკემბერში იგი დაბრუნდა საზღვაო მფრინავ-გამომცდელთა სკოლაში, როგორც ხრხნფრთიანი საფრენი აპარატების ინსტრუქტორი და როგორც სკოლის უსაფრთხოების ოფიცერი. აქ ის დაფრინავდა UH-60, OH-6 და OH-58-ით. შემდეგ იგი დაინიშნა ავიამზიდ USS Saipan-ზე, როგორც თვითმფრინავის მედროშე და ავიაციაზე პასუხისმგებელი პირის (ავიაციის ბოსის) თანაშემწე. 1998 წლის ივნისში, უილიამსმა დატოვა USS Saipan, მისი NASA-ს ასტრონავტთა პროგრამაში შერჩევის გამო.[7] ჯამურად მას აქვს შესრულებული 3000-ზე მეტი საათი-ფრენა, 30-ზე მეტი ტიპის საფრენი აპარატით.[8] 2017 წელს უილიამსი გადადგა საზღვაო ძალების ოფიცრობიდან.[9]

1998 წლის აგვისტოში უილიამსმა ასტრონავტობის კანდიდატობაზე მზადება დაიწყო ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში.[7]

ასტრონავტი სუნიტა ლ. უილიამსი, პროგრამა STS-116-ის სპეციალისტი, მონაწილეობს ღია კოსმოსში დაგეგმილ მესამე ფრენაში

2006 წლის 9 დეკემბერს, STS-116 პროგრამის ფარგლებში უილიამსი გააფრინეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმოსური შატლი დისკავერით, რათა დამატებულიყო სკს-14-ის ეკიპაჟს. 2007 წლის აპრილში ეკიპაჟის რუსმა წევრებმა როტაცია შეცვალეს სკს-15-ზე.

უილიამსმა შეასრულა ღია კოსმოსში თავისი პირველი გასვლა პროექტ STS-116-ის მერვე დღეს. 2007 წლის 31 იანვარს, 4 თებერვალს და 9 თებერვალს მან შეასრულა სკს-დან ღია კოსმოსში სამი გასვლა მაიკლ ლოპეს-ალეგრიასთან ერთად. ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, კამერა შემთხვევით ჩაიხსნა, არასაკმარისი დამაგრების გამო და კოსმოსში გაფრინდა, სანამ უილიამსი რეაგირებას მოახდენდა.[10]

მესამე, ღია კოსმოსში გასვლისას უილიამსი სკს-ის გარეთ იმყოფებოდა 6 საათისა და 40 წუთის განმავლობაში, რათა ცხრა დღეში სამი კოსმოსური გასვლა დაესრულებინა. 2007 წლისთვის, მისი ოთხი კოსმოსური გასვლის დრომ შეადგინა 29 საათი და 17 წუთი, რითც დაამყარა რეკორდი, რომელიც ადრე ეკავა კეტრინ თრონტრონს.[7][11] 2007 წლის 18 დეკემბერს, ექსპედიცია 16-ის კოსმოსში მეოთხე გასვლისას, პეგი უიტსონმა აჯობა უილიამსს, ჯამური დროით 32 საათი, 36 წუთი.[12][13]

2007 წლის 26 აპრილს ნასამ გადაწყვიტა უილიამსის დაბრუნება დედამიწაზე პროექტ STS-117-ით ატლანტიდის ბორტზე. მიუხედავად იმისა, რომ მან არ დაამყარა აშშ-ს კოსმოსური ფრენის რეკორდი, რომელიც ახლახანს დაამყარა ლოპეს-ალეგრიამ, მან მოხსნა რეკორდი ქალის მიერ კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივ ფრენაში.[7][14][15] უილიამსი მსახურობდა პროექტის სპეციალისტად და დედამიწაზე დაბრუნდა 2007 წლის 22 ივნისს, პროექტ STS-117-ის დასასრულს. ცუდი ამინდი კენედის კოსმოსურ ცენტრში, კეიპ კანავერალში, აიძულა მისიის მენეჯერები გამოეტოვებინათ სამი დაშვების მცდელობა 24 საათის განმავლობაში. მათ საბოლოოდ გადაიტანეს ატლანტისი ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზაზე კალიფორნიაში, სადაც შატლი დაეშვა 15:49 საათზე EDT, უილიამსის სახლში დაბრუნება კოსმოსში 192-დღიანი ყოფნის შემდეგ.

უილიამსი გახდა პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსური სადგურიდან მარათონი გაირბინა 2007 წლის 16 აპრილს

2007 წლის 16 აპრილს მან გაირბინა პირველი მარათონი, რომელიც ოდესმე განხორციელებულა ადამიანის მიერ კოსმოსში.[16][17] უილიამსი შეყვანილი იყო 2007 წლის ბოსტონის მარათონზე მონაწილედ და მან დისტანცია 4 საათსა და 24 წუთში დაფარა.[18][19][20] 2008 წელს უილიამსმა კვლავ მიიღო მონაწილეობა ბოსტონის მარათონში.[21]

უილიამსი ვარჯიშობს COLBERT-ზე სკს-32-ზე ყოფნის დროს

უილიამსი გაფრინდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან 2012 წლის 15 ივლისს, სკს-32/33 ფარგლებში. 2012 წლის 17 ივლისს GMT 4:51 საათზე, მისიის რუსული კოსმოსური ხომალდი სოიუზ TMA-05M შეუპირაპირდა სკს-ს. კოსმოსურ ხომალდ „სოიუზში“ მას თან ახლდნენ იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტოს (JAXA) კოსმონავტი აკიჰიკო ჰოშიდე და რუსი კოსმონავტი იური მალენჩენკო. უილიამსი სკს-33-ში ყოფნის დროს მსახურობდა სკს-ის მეთაურად, რომელიც შემდგომ შეცვალა გენადი პადალკამ.[22] იგი გახდა სკს-ის მეთაური 2012 წლის 17 სექტემბერს და იყო მეორე ქალი, რომელმაც მიაღწია ამ წარმატებას.[23] ასევე 2012 წლის სექტემბერში, იგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ტრიატლონი გააკეთა კოსმოსში, რომელიც დაემთხვა სამხრეთ კალიფორნიაში ჩატარებულ „ნაუტიკა მალიბუ ტრიატლონს“.[24] მან გამოიყენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საკუთარი სარბენი ბილიკი და სტაციონარული ველოსიპედი, ხოლო რბოლის საცურაო ნაწილისთვის მან გამოიყენა გაფართოებული რეზისტენტული სავარჯიშო მოწყობილობა ძალოსნობისა და წინააღმდეგობის სავარჯიშოების შესასრულებლად, რომლებიც მიახლოებით ცურავს მიკროგრავიტაციაში. ნახევარი მილის (0.8 კმ) ცურვის შემდეგ, ველოსიპედით 18 მილის (29 კმ) და 4 მილის (6.4 კმ) სირბილის შემდეგ, უილიამსმა ტურნირი დაასრულა 1 საათი, 48 წუთი და 33 წამი.[24]

2012 წლის 19 ნოემბერს იგი დაბრუნდა დედამიწაზე კოსმონავტ იური მალენჩენკოსთან და აკიჰიკო ჰოშიდესთან ერთად. პროცედურულმა შეფერხებამ გამოიწვია კაფსულის დაშვება ყაზახეთის ქალაქ არკალიკში, დაგეგმილი დაშვების ადგილიდან დაახლოებით 35 კილომეტრში.[25]

Crew-ის კომერციული პროგრამა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ივლისში, NASA-მ გამოაცხადა უილიამსი, როგორც ერთ-ერთი პირველი ასტრონავტი აშშ-ს კომერციული კოსმოსური ფრენებისთვის.[26] მან დაიწყო მუშაობა Boeing-თან და SpaceX-თან, რათა ეკიპაჟის კომერციულ აპარატებში ევარჯიშათ სხვა არჩეულ ასტრონავტებთან ერთად. 2018 წლის აგვისტოში იგი დაინიშნა პირველი ოპერატიული მისიის ფრენაზე (Boeing Starliner-1) Boeing CST-100 Starliner-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.[27] 2022 წლის 18 აპრილს, NASA-მ განაცხადა, რომ Starliner-ის ასტრონავტები იქნებოდნენ: ბარი უილმორი, მაიკლ ფინკე და სუნიტა უილიამსი.[28] 2022 წლის 16 ივნისს, NASA-მ განაცხადა, რომ Boe-CFT მისიის ეკიპაჟი უილმორი და უილიამსი იქნებოდა.[29]

2024 წლის 5 ივნისს Starliner-ის გაშვებამ უილიამსი, როგორც მისი მფრინავი, გახადა პირველი ქალი, რომელიც გაფრინდა ორბიტალური კოსმოსური ხომალდის ფრენის გამოცდაზე.[30] პროგრამა რვა დღე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ტექნიკურმა პრობლემებმა, როგორიცაა ჰელიუმის გაჟონვა და მამოძრავებელი სისტემის გაუმართაობა, უილიამსი და ეკიპაჟის წევრი ბარი უილმორი სკს-ზე ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეფერხდნენ.[31][32][33][34][35][36][37] 2025 წლის 18 მარტს ორივე დაბრუნდა SpaceX Crew-9-ით[32] (Crew-9 გაშვებული იყო 2024 წლის სექტემბერში, ორი ვაკანტური ადგილით უილიამსისა და უილმორის დაბრუნებისთვის). Crew-9-ის ეკიპაჟის ოთხ წევრთან ერთად, უსაფრთხოდ დაეშვა მექსიკის ყურეში ტალაჰასეს მახლობლად, ფლორიდაში.[38][39]

პროექტის დაწყებამდე უილიამსი არ იყო კოსმონავტების 50 საუკეთესო ასტრონავტთა სიაში. 2024 წლის 24 აგვისტოს იგი მოხვდა ტოპ 30-ს შორის და, სავარაუდოდ, 12 საუკეთესოს შორის იქნება, ღია კოსმოსში ყოფნის დროის ხანგრძლივობით.[40]

2024 წლის სექტემბერში უილიამსმა კარიერაში მეორედ ჩაბიარა სკს-ის მეთაურობა. 2025 წლის 7 მარტს უილიამსმა კოსმოსური სადგურის მეთაურობა გადასცა როსკოსმოსის კოსმონავტ ალექსეი ოვჩინინს გადაბარების ცერემონიის დროს.[41]

ღია კოსმოსში გასვლის ხანგრძლივობის რეკორდი ასტრონავტი ქალებისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, უილიამს განახორციელებული ჰქონდა ღია კოსმოსში ცხრა გასვლა, საერთო ჯამში 62 საათი და 6 წუთი, რითაც დაამყარა ქალისთვის საერთო დროის რეკორდი და დაიკავა ღია კომსოსში ყველაზე გამოცდილ გასვლელთა სიაში მეოთხე ადგილი.[42]

უილიამსი სლოვენიის თავდაცვის მინისტრთან ლუბიცა იელუშიჩთან (2009)

უილიამსი მეტია დაქორწინებულია ტეხასის ფედერალურ მარშალზე მაიკლ ჯ. უილიამსზე. კარიერის დასაწყისში ორივე ვერტმფრენით დაფრინავდა. ისინი ცხოვრობენ ტეხასის გარეუბანში, ჰიუსტონში. 2012 წელს უილიამსმა გამოთქვა სურვილი აეყვანა გოგონა აჰმადაბადიდან.[43]

სუნიტა უილიამსი ინდუიზმის მიმდევარია. 2006 წლის დეკემბერში მან წაიღო ბჰაგავადგიტას ასლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე; 2012 წლის ივლისში მან აიღო აუმი სიმბოლო და უპანიშადების ასლი.[44] 2007 წლის სექტემბერში უილიამსი ეწვია საბარმატი აშრამს და მის მშობლიურ სოფელ ჯულასანს.

ორგანიზაციების წევრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნიტა უილიამსი იყო წევრი მფრინავ-გამომცდელი საზოგადოების, ინჟინრ-გამომცდელი საზოგადოებისა და ამერიკის ვერტმფრენის ასოციაციის წევრი.[1]

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Sunita L. Williams - NASA en-US. ციტირების თარიღი: June 29, 2024
  2. Sunita Williams to start her India trip from April 1, The Times of India, March 31, 2013.
  3. 3.0 3.1 Fonda, Robert (March 2008). „Rodoslovne raziskave s pomočjo svetovnega spleta“ [Genealogical Research Using World Wide Web]. Drevesa (სლოვენური). Slovensko rodoslovno društvo [Slovenian Genealogical Society]. 15 (1): 11–17. hdl:11686/9035. თარგი:COBISS.
  4. Hanc, Marjana (June 6, 2014). „Slovenska zastava je v vesolju 2032-krat obkrožila Zemljo“ [Slovenian Flag Orbits Earth 2032 Times in Space]. Delo (სლოვენური).
  5. „Sunita Williams: Najljubša mi je Zemlja, ker je na njej Slovenija“ [Sunita Williams: My Favourite Place Is Earth Because Slovenia Is on It]. Žurnal24.si (სლოვენური). April 18, 2021.
  6. Rourke, Riley. (2025-01-27) Astronaut Suni Williams, stuck in space, says she's "trying to remember what it's like to walk" - CBS Boston en-US. ციტირების თარიღი: 2025-01-28
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 NASA. (2007)Sunita L. Williams (Commander, USN). National Aeronautics and Space Administration. ციტირების თარიღი: December 19, 2007
  8. SpaceShipOne Flight Logs. World Spaceflight. ციტირების თარიღი: December 18, 2017
  9. America250: Navy Veteran Sunita Williams (May 5, 2022). ციტირების თარიღი: August 26, 2024
  10. Astronaut's Camera is Lost In Space. Adoama.com (December 22, 2006). ციტირების თარიღი: June 8, 2007
  11. Tariq Malik. (2007)Orbital Champ: ISS Astronaut Sets New U.S. Spacewalk Record. Space.com. ციტირების თარიღი: December 19, 2007
  12. CollectSpace. (2007)Astronauts make 100th station spacewalk. CollectSpace. ციტირების თარიღი: December 18, 2007
  13. NASA. (2007)Spacewalkers Find No Solar Wing Smoking Gun. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 17, 2007. ციტირების თარიღი: December 18, 2007
  14. Ham-astronauts setting records in space. The American Radio Relay League (February 5, 2007). ციტირების თარიღი: June 8, 2007
  15. Mike Schneider for Associated Press. (2007)Astronaut stuck in space — for now. NBC News. ციტირების თარიღი: December 19, 2007
  16. Eldora Valentine. (April 6, 2007) Race From Space Coincides with Race on Earth. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2016. ციტირების თარიღი: June 8, 2007
  17. Inskeep, Steve (30 March 2007). „Boston Marathon Joins the Space Race“. Morning Edition (National Public Radio).
  18. Sunita Williams Runs Marathon in Space. Zee News Limited (April 17, 2007). ციტირების თარიღი: June 8, 2007
  19. Jimmy Golen for Associated Press. (2007)Astronaut to run Boston Marathon — in space. NBC News. ციტირების თარიღი: December 19, 2007
  20. NASA. (2007)NASA Astronaut to Run Boston Marathon in Space. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2007. ციტირების თარიღი: December 19, 2007
  21. „Cheruiyot wins Boston Marathon“. aljazeera.com. April 22, 2008. ციტირების თარიღი: March 19, 2023.
  22. „Sunita Williams takes over command at International Space Station“. The Times of India. September 17, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2013.
  23. Indian-American astronaut Sunita williams takes over command at space station. The Indian Express. ციტირების თარიღი: September 17, 2012
  24. 24.0 24.1 Moskowitz, Clara. (September 17, 2012) NASA Astronaut Completes 1st Triathlon in Space.
  25. Sunita Williams returns to Earth after 4 months in space. India Today (November 19, 2012).
  26. NASA. (July 9, 2015) NASA Selects Astronauts for First U.S. Commercial Spaceflights. nasa.gov.
  27. NASA Assigns Crews to First Test Flights, Missions on Commercial Spacecraft (August 3, 2018). ციტირების თარიღი: August 4, 2018
  28. Clark, Stephen. Starliner astronauts eager to see results of crew capsule test flight – Spaceflight Now en-US. ციტირების თარიღი: May 19, 2022
  29. Potter, Sean. (June 16, 2022) NASA Updates Astronaut Assignments for Boeing Starliner Test Flight. ციტირების თარიღი: June 17, 2022
  30. Axios. (June 5, 2024) Boeing's Starliner reaches orbit in first crewed mission to ISS. axios.com.
  31. Nasa astronauts Butch and Suni face further delay in homecoming en-GB (December 18, 2024). ციტირების თარიღი: 2024-12-31
  32. 32.0 32.1 Kekatos, Mary. (March 17, 2025) Timeline of Boeing's Starliner mission that left NASA astronauts aboard ISS for 9 months en. ციტირების თარიღი: 2025-03-17
  33. Staff, Al Jazeera. Stuck NASA astronauts returning to Earth on SpaceX capsule: What to know en. ციტირების თარიღი: 2025-03-19
  34. Llegan a la estación espacial los reemplazos de 2 astronautas varados desde junio es (2025-03-16). ციტირების თარიღი: 2025-03-19
  35. (en) Video | Stuck In Space For Over Nine Months, Sunita Williams Returns To Earth. https://www.ndtv.com/video/stuck-in-space-for-over-nine-months-sunita-williams-returns-to-earth-915509#:~:text=Astronauts%20Sunita%20Williams%20and%20Butch,ordeal%20to%20bring%20them%20back..
  36. AP (2025-03-18). „NASA astronauts Butch Wilmore and Sunita Williams return to Earth after nine months in space“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2025-03-19.
  37. Astronauts Butch Wilmore and Suni Williams return to Earth after nine unplanned months in space en-GB. ციტირების თარიღი: 2025-03-19
  38. Welcome Home! NASA's SpaceX Crew-9 Back on Earth After Science Mission en (March 18, 2025). ციტირების თარიღი: 2025-03-19
  39. „Sunita Williams and Butch Wilmore, NASA astronauts, carried on stretchers after their landing – find out why“. The Times of India. 2025-03-19. ISSN 0971-8257. ციტირების თარიღი: 2025-03-19.
  40. Agius, Matthew Ward. (August 16, 2024) What must NASA decide in order to bring its astronauts home?. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: August 25, 2024
  41. Garcia, Mark A.. (March 6, 2025) Station Preps for Command Change, Conducts Heart and Bone Research. ციტირების თარიღი: 2025-03-26
  42. Sunita Williams - EVA experience. ციტირების თარიღი: 2025-01-30
  43. „Astronaut Sunita Williams to adopt Gujarati girl“. The Times of India. June 27, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2013.
  44. „Sunita Williams sends out Diwali greetings from space“. TIMES NOW. November 14, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 31, 2021.
  45. Sunita Williams receives Padma Bhushan. ციტირების თარიღი: July 5, 2008
  46. Sunita Williams to get her honorary doctorate at GTU – Indian Express.
  47. Predsednik republike podpisal ukaz o podelitvi odlikovanja Suniti Williams sl. ციტირების თარიღი: May 20, 2013
  48. Sardar Vallabhbhai Patel Award to Sunita Williams (2007-09-22). ციტირების თარიღი: 2025-03-26
  49. „BBC 100 Women 2024: Who is on the list this year?“. BBC. 3 December 2024. ციტირების თარიღი: 3 December 2024.