შინაარსზე გადასვლა

სუნისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუნისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ სუნისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე მდგარი დარბაზული ეკლესია მოყვითალო ქვიშაქვითაა ნაგები. წყობაში გამოყენებულია დიდი ზომის უხეშად თლილი კვადრები და მცირე ზომის ქვები.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის მხოლოდ სამხრეთი ფრაგმენტია შემორჩენილი. ამავე კედელშია მოთავსებული სწორკუთხა ნიში. აბსიდს აქვს ორსაფეხურიანი მხრები.

დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე პილასტრია. კამარა და კონქი ჩამონგრეულია. კედლების სიმაღლე 2-5 მეტრს აღწევს. დასავლეთით სწორკუთხა სარკმელია. ფასადები სადაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. მიწის დონე აწეულია.

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004