სუმგაითის კანიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუმგაითის კანიონი (აზერ. Sumqayıt kanyonu) ან სუმგაიჩაის კანიონი — ბუნებრივი ძეგლი, რომელიც განლაგებულია მდინარე სუმგაითის დინების ნაკადში. კანიონი განლაგებულია ქალაქ სუმგაითის საყოფაცხოვრებლო სანაგვე პოლიგონის საპირისპირო მხარეს. ეს კანიონი ითვლება ტურიზმის პოტენციალურ ადგილად სუმგაითში. სუმგაითჩაის ქვედა დინება გადის სუმგაითის კანიონით და უერთდება კასპიის ზღვას. ამ ნაწილში მდინარეს კალაპოტი საგრძნობლად სუსტია. ნაპირები შედგება ქვიშისა და თიხისგან. ეს გარემოება კიდევ უფრო აძლიერებს მდინარეს დამანგრეველ ძალას. ამ გარემოების გამომდინარე ადვილად აღრმავებს თავის კალაპოტს. კანიონის კოროზია საკმაოდ სწრაფია. ატმოსფერული მოვლენების გამო: წვიმის, მზის რადიაციისა და ქარის აქტივობის გამო კანიონი იძენს საიდუმლოებით მოცული ადგილის გამოსახულებას.[1]

კანიონის სიმაღლე და სიგანე განპირობებულია ადგილისგან სადაც მდინარე მოედინება. საშუალო სიმაღლე შეადგენს 10 დან 15 მეტრამდე, ხოლო სიგანე შეადგენს 30 დან 50 მეტრამდე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]