სუმგაითის ბულვარი
იერსახე
სუმგაითის ბულვარი | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა | |
40°35′28″ ჩ. გ. 49°41′13″ ა. გ. / 40.59111° ჩ. გ. 49.68694° ა. გ. | |
ქვეყანა |
![]() |
რაიონი | აფშერონის ნახევარკუნძული |
ქალაქი | სუმგაითი |
ძირითადი ინფორმაცია | |
დაარსების წელი | 2015 |
ტიპი | ზღვისპირა ბულვარი |
ფართობი | 106 ჰა |
სუმგაითის ბულვარი — ქალაქ სუმგაითის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც გადაჭიმულია 4,2 კმ ზღვის სანაპიროზე და მდებარეობს 106 ჰექტარზე.
ბულვარის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. კომპლექსი გაიხსნა 2016 წლის 27 სექტემბერს, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევიც მონაწილეობდა. ტერიტორიაზე დროშის მოედანიც აშენდა. დაირგო 100 ათასი ხე, 500 ათასზე მეტი სხვადასხვა ბუჩქი, დამონტაჟდა 10 ათასი სკამი. გაყვანილია საფეხმავლო ბილიკი 12 ათასი ხაზოვანი მეტრის სიგრძით. ტერიტორიაზე ორი საბავშვო გასართობი ცენტრი აშენდა და 10 ატრაქციონი დამონტაჟდა.