სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სულორი (კურორტი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია კურორტისა და სოფლის შესახებაა. მდინარის შესახებ, იხილეთ სულორი (მდინარე). საფეხბურთო კლუბის შესახებ, იხილეთ სულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი). სხვა მნიშვნელობისთვის, იხილეთ სულორი.
სოფელი
სულორი
Soviet time Cafe in Sulori resort, near Vani, Imereti, Georgia.jpg
ძველი კაფე კურორტის პარკში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სულორი
კოორდინატები 42°01′28″ ჩ. გ. 42°34′16″ ა. გ. / 42.02444° ჩ. გ. 42.57111° ა. გ. / 42.02444; 42.57111
ადრეული სახელები დვალიშვილები
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 702[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)

სულორი (ყოფ. დვალიშვილების თემი) — სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 702 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 125 526 599
2014[1] Decrease2.svg 702 355 347

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ისტორიულად შედიოდა დვალიშვილების თემში. თემი 1926 წლისთვის შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4306 ადამიანს, ხოლო ფართობი 123,4 კმ2-ს.[3]სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გრადუსი), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]