სულთან-სალის სურბ-გევორქის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია
სულთან-სალის სურბ-გევორქის ეკლესია — რუსეთი
სულთან-სალის სურბ-გევორქის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სულთან-სალი
სასულიერო სტატუსი საჭიროებს რემონტს
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1795-1850
დეტალები
მასალა აგური

ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Геворг; სომხ. Սուրբ Գևորգ եկեղեցի) — ეკლესია მიასნიკოვის რაიონის სოფელ სულთან-სალიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას. აგებულია 1795-1850 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი სულთან-სალი, პირველი მაისის ქუჩა № 1-ბ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის მიწაზე სომხების დასახლება დაიწყო ორი საუკუნის წინ. XVIII საუკუნეში ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება ყირიმიდან სომხების გადასახლების შესახებ აზოვისპირეთში. 1779 წელს ათასი სომეხი გადაასახლეს დონის მიწაზე, ძირითადად სოფლებში: ჩალტირი, ყირიმი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი. სოფელი სულთან-სალი დაარსდა 1779 წელს, ხოლო სოფლის ეკლესია სურბ-გევორქი დაარსდა 1795 წელს. ქვის ეკლესია სოფელში ააშენეს 1795 წელს.

1848 წეკლლს ეკლესია უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მრევლმა თხოვნით მიმართა დონის კონსისტორიას რათა თანხმობა მიეცა და საქველმოქმედო თანხებით დაეწყოთ ეკლესიის რეკონსტრუქცია. შემოწირულობის შეგროვება ითავა ქალაქის თავმა არუთიუნ ხალილოვმა. მოგვიანებით მრევლმა გადაწყვიტა ახალი ეკლესიის რემონტის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა აეშენებინათ ახალი, რადგან 1849 წელს ეკლესია უკვე გაძარცვული იყო.

მრევლის შეგროვილი თანხებით 1850 წელს სოფელში ააშენეს ახალი ეკლესია. 1858 წელს მოხდა ახლადაშენებული ეკლესიის რეკონსტრუქცია.

1864 წლის მარტში მრევლმა ძველი ეკლესია დაანგრია, ხოლო 1867 წელს ახალი ეკლესია აკურთხეს. მომდევნო პერიოდში ეკლესია რამდენიმეჯერ გაარემონტეს. 1881 წელს ეკლესია გარედან შეაკეთესს, 1889 წელს ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი.

1872 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, რომელშიც 1908 წლისათვის სწავლობდა 126 ადამიანი.

1896 წლის 28 ოქტომბერს ძლიერი ქარიშხლის შედეგად ეკლესიის გუმბათი და ჯვარი ჩამოინგრა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში 1930-იან წლებში ეკლესია დახურეს. ეკლესია მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვების შედეგად დაზაარალდა.

ამჟამად ეკლესიის წინამძღვრის ტერ თადეოს გაიბარიანის ინიციატივით მიმდინარეობს სამუშაოები ეკლესიის აღსადგენად, შეიმუშავეს ეკლესიის აღდგენის გეგმა.

ეკლესიის წინამძღვარია ეჩმიაძინის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოსწავლე, სოფელ ჩალტირის მკვიდრი ტერ ტადეოს გაიბარიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вартанян В.Г., Казаров С.С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001 Е.И.
  • Халпахчьян О.X. Архитектура Нахичевани-на-Дону // Ер. 1988
  • Шахазиз Е. Новый Нахичеван и новонахичеванцы / Перевод с армянского Ш. М. Шагиняна // Ростов-на-Дону, 1999
  • Российская и Ново-Нахичеванская епархия Армянской Апостольской Церкви. Исторический путь. М., 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]