სულეიმან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სულეიმან II (თურქეთი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულეიმან II
سليمان ثانى
Süleyman II.jpg
ოსმალეთის მე-20 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1687
მმართ. დასასრული: 1691
წინამორბედი: მეჰმედ IV
მემკვიდრე: აჰმედ II


რეგენტი: ფაზილ მუსტაფა-ფაშა
(16871691)

სულეიმან II (თურქ. Süleyman II; დ. 15 აპრილი, 1642, სტამბოლი — გ. 23 ივნისი, 1691, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1687-1691 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმ I-ის შვილი. სულთან მეჰმედ IV-ის უმცროსი ძმა. სულთნის ტახტზე ავიდა იანიჩრების აჯანყების შედეგად, რომლებმაც დაამხეს მეჰმედ IV. მანამდე, 40 წლის განმავლობაში, თავისი დიდი ბაბუის, მეჰმედ lll-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, იმყოფებოდა იზოლაციაში და გამოკეტილი იყო თოფქაფის სასახლეში, სპეციალურ გისოსებში.

სულეიმან ll სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული, მან გაატარა რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა, რომლებსაც არანაირი კარგი შედეგი არ მოუტანიათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიისათვის. სულეიმანი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და დროის უმეტესობას ლოცვაში ატარებდა, ხოლო სახელმწიფო საქმეებს განაგებდნენ მისი ვეზირები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა (1689-1691 წწ.). გარდაიცვალა 1691 წელს გულის წყალმანკით, თავის საყვარელ ედირნეს სასახლეში. მის შემდეგ ოსმალეთის სულთანი გახდა მისი უმცროსი ძმა, აჰმედ ll.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ali Kemal Meram, Padişah Anaları: Resimli Belgesel Tarih Romanı, Öz Yayınları, 1977