სულეიმან სანი ახუნდოვი
| სულეიმან სანი ახუნდოვი | |
|---|---|
| აზერ. Süleyman Sani Axundov | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1875[1] |
| დაბადების ადგილი | შუშა[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 29 მარტი, 1939[2] [1] (63 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბაქო[2] |
| დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
| საქმიანობა | დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი, პოეტი, საბავშვო მწერალი და პედაგოგი |
| ენა | აზერბაიჯანული ენა |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა |
| ალმა-მატერი | შუშის რეალური სასწავლებელი და გორის საოსტატო სემინარია |
| ჟანრი | დრამა და კომედია |
| ჯილდოები | შრომის გმირი |
| ნათესავ(ებ)ი | საფარალი ველიბეკოვი |
სულეიმან სანი ახუნდოვი (აზერ. Süleyman Sani Rzaqulu bəy oğlu Axundov; დ. 3 ოქტომბერი [ძვ. სტ. 21 სექტემბერი], 1875, ქ. შუშა — გ. 29 მარტი, 1939, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი დრამატურგი, ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი და პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1894 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბაქოში. მისი პირველი ნაწარმოებია კომედია „ძუნწი“ (1899). ავტორია პიესებისა „დიბდათ ბეი“, „თურქთა ერთობა“ (ოროვე 1906), „ბედის ტრიალი“, „შავარდნის ბუდე“, „წყვდიადიდან სინათლისაკენ“, „მოლა ნასრედინი ბაქოში“ (ოთხივე 1921), „სიყვარული და შურისძიება“ (1922), „ახალი ცხოვრება“ (1923).
სულეიმან სანი ახუნდოვი ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი საბჭოთა პროზაიკოსია (მოთხრობები: „შავტუხა გოგონა“ (1913), „მილოცვა“ (1925), „ორი მეგობარი“, „ორი მტერი“ (1927) და სხვა). დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაშიც (საბავშვო მოთხრობების კრებული „შემზარავი მოთხრობები“ 1912-1914).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 110.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Národní autority České republiky
- ↑ 2.0 2.1 2.2 Ахундов Сулейман Сани // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.