სულეიმან კერიმოვი
| სულეიმან კერიმოვი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
12 მარტი, 1966 (60 წლის) დერბენტი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი, ეკონომისტი, ბიზნესმენი და სახელმწიფო მოღვაწე |
| შვილ(ებ)ი | Said Kerimov |
სულეიმან კერიმოვი (რუს. Сулейма́н Абусаи́дович Кери́мов) (დ. 12 მარტი, 1966, დერბენტი, დაღესტნის ასსრ, რსფსრ, სსრკ) — მეწარმე და პოლიტიკოსი, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რუსეთის პარლამენტის სენატის წევრი დაღესტნის რესპუბლიკიდან (2008 წლიდან), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი 1999-2007 წლებში.
„კომერსანტის“ ვერსიით, 2020 წლის მონაცემებით, კერიმოვი შევიდა რუსეთის მეწარმეების ტოპ ათეულში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულეიმან კერიმოვი, ეროვნებით ლეზგი, დაიბადა 1966 წლის 12 მარტს დერბენტში. მამა — იურისტი, დედა — ბუხჰალტერი. ჭაბუკობაში გატაცებული იყო ძიუდოთი, იყო არაერთგზის ჩემპიონი სხვადასხვა პირველობებსა და მათემატიკურ ოლიმპიადებზე, აქვს პირველი სპორტული თანრიგი ჭადრაკში. 1989 წელს დაამთავრა დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1989-1995 წლებში მუშაობდა ელექტრო-მრეწველობის სამინისტროს ქარხანა „ელტავში“ დაწყებული ეკონომისტიდან, დამთავრებული გენერალური დირექტორის მოადგილემდე ეკონომიკის საკითხებში. 1995 წლიდან კომპანია „საიუზ-ფინანსის“ (მოსკოვი) გენერალური დერექტორია. 1997 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1999 წელს იყო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „კორპორაციის საერთაშორისო ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე. დაჯილდოვებულია მეგობრობის ორდენით.[1]
საფეხბურთო კლუბი „ანჟი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის იანვრიდან ქერიმოვი გახდა მაჰაჩყალის საფეხბურთო კლუბ „ანჟის“ მფლობელი. მის დროს გუნდმა შეიძინა ისეთი ცნობილი მოთამაშეები, როგორებიც არიან: რობერტო კარლოსი („კორინთიანსი, სან-პაულუ“), იური ჟირკოვი (ლონდონის „ჩელსი“), სამუელ ეტო’ო („ინტერნაციონალე“, მილანი) და დაიქირავა ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელი გუს ჰიდინკი.[2]
2013 წელს, კლუბის განვითარების ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში, წლიური ბიუჯეტის 180 მლნ-დან 50-70 მლნ დოლარამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. უმეტესობა ძვირადღირებული უცხოელი ვარსკვლავები გაყიდეს და კლუბმა უპირატესობა მიანიჭა ახალგაზრდა, რუს მოთამაშეებს.[3]
„ანჟის“ დაფინანსებასთან ერთად კერიმოვმა მაჰაჩყალის ახლოს ააშენა თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი „ანჟი არენა“, რომელიც 30 ათას მაყურებელზეა გათვალიწინებული და ფუნქციონირებს ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „ანჟი“.[4]
ქველმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს სულეიმან კერიმოვმა ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი „Suleyman Kerimov Foundation“.
კერიმოვის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისში დერბენტში დამთავრდა ნიზამი განჯელის სახელობის პარკის რეკონსტრუქცია, ასევე მუზეუმის, ბიბლიოთეკის, სამეთვალყურეო კოშკის, საბავშვო ქალაქის მშენებლობები. გაიხსნა რუსეთში ყველაზე დიდი ფერად-მუსიკალური შადრევანი[5]