სუკოტაის ისტორიული პარკი
სუკოტაის ისტორიული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტაილანდი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 17°01′16″ ჩ. გ. 99°42′13″ ა. გ. / 17.02111° ჩ. გ. 99.70361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 574 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 574 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სუკოტაის ისტორიული პარკი (ტაილ. อุทยานประวัติศาสตร์สุโขทัย) — ისტორიული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ სუკოტაის სიახლოვეს. მოიცავს აღნიშნული ქალაქის ისტორიულ ნაშთებს, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში სუკოტაის სამეფოს დედაქალაქი იყო,[1] ამჟამად კი ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია.
ძველ ქალაქს გარს 2 x 1.6 კმ ზომების კედელი აკრავს. ტერიტორიის ფართობი 70 კმ²-ია და წარმოდგენილია 193 ერთეული ნანგრევი. კედლის თითოეულ მხარეს, ცენტრში მდებარეობს ჭიშკარი. სამეფო სასახლის ნაშთების შემოგარენში კი 26 ტაძარი მდებარეობს.
ყოველწლიურად პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც გაოცებაში მოყავს ბუდას ქანდაკებებს, სასახლეებსა თუ ტაძრებს.
1962 წელს ისტორიული ქალაქი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა,[2] ხოლო 1976 წელს მისი რესტავრაციის პროექტი იქნა დამტკიცებული. 1988 წლის ივლისში, პარკი ოფიციალურად გაიხსნა. უკვე 1991 წელს კი იუნესკომ იგი კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიულ პარკთან და სი-სატჩანალაისთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც ერთი დიდი ობიექტის, „სუკოტაი და მასთან ასოცირებული ისტორიული ქალაქების" ნაწილი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sukhothai Historical Park დაარქივებული 2008-09-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sukhothai Historical Park. Thailand's World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2008-10-25.
- ↑ „ประกาศกรมศิลปากร เรื่อง กำหนดเขตที่ดินโบราณสถาน“ (PDF). Royal Gazette (Thai). 79 (58 ง): 1469. 1962-06-26.