სუვოროვის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუვოროვის ძეგლი
Памятник Суворову
კოორდინატები 47°13′32″N 39°43′39″E / 47.225623° ჩ. გ. 39.72758° ა. გ. / 47.225623; 39.72758
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი ანატოლი სკნარინი
თარიღდება 1999
მიძღვნილია ალექსანდრე სუვოროვი
გარე სურათები
სუვოროვის ძეგლი დონის როსტოვში

სუვოროვის ძეგლი (რუს. Памятник Суворову) — ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება მხედართმთავარს, გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვს. გაიხსნა 1999 წელს. ძეგლის პროექტის ავტორია ანატოლი სკნარინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-პორუჩიკი ალექსანდრე სუვოროვი 1777 წელს დაინიშნა ყუბანის კორპუსის აზოვისპირეთის კომენდანტად. ყუბანის გზაზე აუცილებლად უნდა გაველო წმინდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრე, რომელიც ომის დროს იყო რუსეთის ჯარების ბაზა. სუვოროვმა ყუბანში სამთვიანი ყოფნის პერიოდში მოახდინა გამაგრების სისტემის მოწყობა, მოახდინა თავდაცვის ხაზის ორგანიზება. მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე მოახდინა ოთხი ციხესიმაგრის აგება.

სუვოროვი დონის მხარეს მეორედ ესტუმრა 1782 წელს ოჯახთან ერთად. ამ პერიოდში წმინდა დიმიტრი დონელის ციხესიმაგრეში განთავსებული იყო სამხედრო კორპუსის შტაბი.

სუვოროვის თხოვნით იმპერატორ ეკატერინე II-სადმი, ყირიმელი სომხები დაასახლეს დონის ტერიტორიაზე, მათ დააარსეს ქალაქი დონის ნახიჩევანი, სოფლები: ყირიმი, ჩალტირი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი.

1999 წელს დონის როსტოვში დადგეს მხედართმთავარ სუვოროვის ძეგლი. ძეგლი დადგეს უნივერსიტეტის შესახვევისა და მისი სახელობის ქუჩის გადაკვეთაზე. ამ ადგილზე თავის დროზე იდგა წმინდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრის კომენდანტის სახლი, აქ ა. სუვოროვი ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ხელმძღვანელობდა ყუბანის კორპუსს და ააგო თავდაცვითი ხაზი მდინარე დონსა და ყუბანს შორის. ძეგლის ავტორი გახდა მოქანდაკე, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი ანატოლი სკნარინი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუვოროვის ძეგლი მხედართმთავარის ბიუსტია, რომელიც დგას კვარცხლბეკზე. ძეგლს გარს აკრავს ღობე, რომელიც დამზადებულია მარმარილოსაგან და დაკავშირებულია ჯაჭვით. მარმარილოს პატარა კვარცხლბეკებზე ქვემეხის ყუმბარები დევს.

დონის როსტოვში არის სუვოროვის მეორე ძეგლიც, რომელიც დადგეს 2011 წელს[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агуренко Б. Александр Суворов, гениальный полководец/ Б. Агуренко// Вечерний Ростов.- 2002.- 4 февр.-С. 2.
  • Бормотов В. «Потомство мое прошу брать мой пример»/ В. Бормотов// Резонанс.- 1999.- № 10.
  • Вартанов Э. Он был необъяснимым чудом/ Э. Вартанов// Наше время.- 2010.- 22 янв.
  • Корольченко А. В крепости Ростовской/ А. Корольченко//Приазовский край.- 1993.- 19 авг.
  • Рудик Ю. Из фельдмаршалов – в генералиссимусы/Ю. Рудик// Вечерний Ростов.-1999.- 1 марта.
  • Чеботарев В. Александр Суворов на Дону и Северном Кавказе/ В. Чеботарев// Приазовский край.- 2005.- 24 нояб.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В Ростове появится бюст Александра Суворова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2017-04-15.