სუვოროვის ძეგლი (აქსაი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუვოროვის ძეგლი
Памятник Суворову
მდებარეობა აქსაი, რუსეთი
არქიტექტორი ანატოლი დემენტიევი
თარიღდება 2013
მიძღვნილია ალექსანდრე სუვოროვი

სუვოროვის ძეგლი (რუს. Памятник Суворову) — ძეგლი აქსაიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება მხედართმთავარს, გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვს. გაიხსნა 2013 წელს. ძეგლის ავტოორია მოქანდაკე ანატოლი დემენტიევი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-პორუჩიკი ალექსანდრე სუვოროვი 1777 წელს დაინიშნა ყუბანის კორპუსის აზოვისპირეთის კომენდანტად. ყუბანის გზაზე აუცილებლად უნდა გაველო წმინდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრე, რომელიც ომის დროს იყო რუსეთის ჯარების ბაზა. სუვოროვმა ყუბანში სამთვიანი ყოფნის პერიოდში მოახდინა გამაგრების სისტემის მოწყობა, მოახდინა თავდაცვის ხაზის ორგანიზება. მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე მოახდინა ოთხი ციხესიმაგრის აგება.

სუვოროვი დონის მხარეს მეორედ ესტუმრა 1782 წელს ოჯახთან ერთად. ამ პერიოდში წმინდა დიმიტრი დონელის ციხესიმაგრეში განთავსებული იყო სამხედრო კორპუსის შტაბი.

სუვოროვის თხოვნით იმპერატორ ეკატერინე II-სადმი, ყირიმელი სომხები დაასახლეს დონის ტერიტორიაზე, მათ დააარსეს ქალაქი დონის ნახიჩევანი, სოფლები: ყირიმი, ჩალტირი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი.

როსტოვის ოლქში სუვოროვის ათზე მეტი ძეგლი დგას. 2013 წელს ქალაქ აქსაიში დადგეს მხედართმთავრის კიდევ ერთი ძეგლი. ძეგლი დადგეს 22-ე სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ტერიტორიაზე, დიდების ხეივნის დასაწყისში. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ამ ადგილიდან ახლოს მდებარეობდაყუბანის კორპუსის მეთაურთა შტაბი. ძეგლი დადგეს დონის სუვოროვ-ნახიმოვის კავშირის დაფინანსებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხედართმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ძეგლი დადგეს სუვოროვის სამხედრო და ნახიმოვის სამზედრო-საზღვაო სკოლის დაარსების 70 წლისთავის აღსანიშნავად.

ძეგლი არის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც დგას კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკზე დაკრულია მემორიალური დაფა, რომელზეც წარწერაა

ვიკიციტატა
„ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი (1730-1800). რუსი მხედართმთავარი. გენერალისიმუსი. რუსეთის სახელით, რუსეთის დიდებით.“

ძეგლი შემოსაზღვრულია.

ძეგლი დაამზადეს ქალაქ კრაპოტკინში. მისი საერთო მასა ორი ტონაა, საიდანა 1 200 კგ. თავად სუვოროვის ბიუსტია. ძეგლი დადგეს „სუვოროვ-ნახიმოვის კადეტთა კავშირის“ ინიციატივით. ძეგლის სიმაღლეა 3,6 მეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агуренко Б. Александр Суворов, гениальный полководец/ Б. Агуренко// Вечерний Ростов.- 2002.- 4 февр.-С. 2.
  • Бормотов В. «Потомство мое прошу брать мой пример»/ В. Бормотов// Резонанс.- 1999.- № 10.
  • Вартанов Э. Он был необъяснимым чудом/ Э. Вартанов// Наше время.- 2010.- 22 янв.
  • Корольченко А. В крепости Ростовской/ А. Корольченко//Приазовский край.- 1993.- 19 авг.
  • Рудик Ю. Из фельдмаршалов – в генералиссимусы/Ю. Рудик// Вечерний Ростов.-1999.- 1 марта.
  • Чеботарев В. Александр Суворов на Дону и Северном Кавказе/ В. Чеботарев// Приазовский край.- 2005.- 24 нояб.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]