სუვოროვის ძეგლი (აზოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუვოროვის ძეგლი
Памятник Суворову
კოორდინატები 47°07′01″N 39°25′17″E / 47.117061° ჩ. გ. 39.421261° ა. გ. / 47.117061; 39.421261
მდებარეობა აზოვი, რუსეთი
თარიღდება 2014
მიძღვნილია ალექსანდრე სუვოროვი
Images.png გარე სურათები
Image-silk.png სუვოროვის ძეგლი აზოვში


სუვოროვის ძეგლი (რუს. Памятник Суворову) — ძეგლი აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება მხედართმთავარს, გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვს. გაიხსნა 2014 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქში სუვოროვის დაახლოებით ათი ძეგლი დგას. მისი სახელი ეწოდება ქუჩებსა და სასწავლო დაწესებულებებს. სუვოროვის სახელი განუყოფლადაა დაკავშირებული ქალაქ აზოვის ისტორიასთან. 1778-1779 წლებში ალექსანდრე სუვოროვი ახდენდა აზოვი-მოზდოკის გამაგრებული ხაზის მშენებლობის ინსპექტირებას, რომელიც ააგეს 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. ამ პერიოდში იგი რამდენჯერმე სტუმრობდა აზოვის ციხესიმაგრეს. რუსეთ-ოსმალეთის ომების ძირითადი ოპერაციები მიმდინარეობდა სუვოროვის ხელმძღვანელობით.

ალექსანდრე სუვოროვის თხოვნით იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დონის მიწაზე ჩაასახლა სომხები. აქ მათ დააარსეს ქალაქი დონის ნახიჩევანი, სოფლები ყირიმი, ჩალტირი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი.

2014 წლის 19 ივნისს ქალაქ აზოვში სუვოროვის პატივისცემის გამოხატვის ნიშნად დადგეს მისი ძეგლი. ძეგლის გახსნის თარიღი დაამთხვიეს რუსეთის მიერ აზოვის საბოლოოდ მიერთების თარიღს. ძეგლი დაიდგა XVIII საუკუნის სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების ნიმუშის დენთის სარდაფის ტერიტორიაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლზე გამოსახულია სუვოროვის ბიუსტი, რომელიც დგას სწორკუთხა კვარცხლბეკზე. მისი ბიუსტი შექმნეს პროექტ „რუსული დიდების ხეივანი“-ს ფარგლებში. ბიუსტი დგას დენთის სარდაფის ახლოს, იმ სახლთან ახლოს, რომელშიც თავის დროზე შეჩერდა მხედართმთავარი. კვარცხლბეკზე არის წარწერა:

ვიკიციტატა
„ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი 1730-1800. დიდი რუსი მხედართმთავარი, გენერალისიმუსი, იტალიის თავადი, რიმინის გრაფი.“

კვარცხლბეკის გვერდებზე მიმაგრებულია დაფები სადაც აღწერილია სუვოროვის მოღვაწეობა. ძეგლის ორივე მხარეს დგას ძველი ზარბაზნები.

ბიუსტი დაამზადეს ქალაქ კროპოტკინში და საჩუქრად გადასცეს აზოვის ისტორიულ-არქეოლოგიურ და პალეონტოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агуренко Б. Александр Суворов, гениальный полководец/ Б. Агуренко// Вечерний Ростов.- 2002.- 4 февр.-С. 2.
  • Бормотов В. «Потомство мое прошу брать мой пример»/ В. Бормотов// Резонанс.- 1999.- № 10.
  • Вартанов Э. Он был необъяснимым чудом/ Э. Вартанов// Наше время.- 2010.- 22 янв.
  • Корольченко А. В крепости Ростовской/ А. Корольченко//Приазовский край.- 1993.- 19 авг.
  • Рудик Ю. Из фельдмаршалов – в генералиссимусы/Ю. Рудик// Вечерний Ростов.-1999.- 1 марта.
  • Чеботарев В. Александр Суворов на Дону и Северном Кавказе/ В. Чеботарев// Приазовский край.- 2005.- 24 нояб.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]