სუვალკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიეტუვის ეთნოგრაფიული რეგიონები სუდოვია ღია ნარინჯისფრად.

სუვალკია ან სუდოვია (ლიეტუვ. Suvalkija (Užnemunė) ან Sūduva) — ლიეტუვის ხუთი კულტურულ-ეთნოგრაფიული რეგიონებიდან ყველაზე მცირე. რეგიონის არაოფიციალური დედაქალაქი მარიამპოლეა. რეგიონი მდინარე ნემანის სამხრეთით არის განლაგებული, ვილკავიშკის საეპისკოპოსოს ყოფილი ტერიტორია. XIX საუკუნეში სუვალკიის ნაწილი პოლონეთის ფარგლებში შედიოდა, თუმცა, არც მანამდე და არც მას მერე, რეგიონს დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსი არ ჰქონია. ამის მიუხედავად, მხარე საკმაოდ მკვეთრად გამოირჩევა ლიეტუვური ფოლკლორის თვითმყოფადობითა და განსაკუთრებულობით. თუკი რამ განსხვავებული იყო რეგიონსა და დანარჩენ ლიეტუვას შორის, საბჭოთა პერიოდმა (1944–1990) წაშალა და ერთმანეთს შეურწყა. თუმცა, 2008 წელს ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ სტუდენტების 80% საკუთარ კუთხურ წარმომავლობას არ ივიწყებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Jonas Totoraitis. Sūduvos Suvalkijos istorija (lt). Marijampolė: Piko valanda. ISBN 9986-875-87-0. 
  • teksto autorės: Janina Švambatytė ; Giedrė Čepaitienė (2003–2006). Zanavykų šnektos žodynas (lt). Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos institutas. ISBN 5-420-01504-8.