სურ-ლიპესის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სუდ-ლიპესის პროვინცია)
პროვინცია
სურ-ლიპესის პროვინცია
Provincia de Sud Lípez
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი San Pablo de Lípez
კოორდინატები 22°08′00″ ს. გ. 67°01′00″ დ. გ. / 22.13333° ს. გ. 67.01667° დ. გ. / -22.13333; -67.01667
ფართობი 22 355 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, კეჩუა
მოსახლეობა 4 905 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 0,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

სურ-ლიპესის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Lípez) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. დედაქალაქია სან-პაბლო-დე-ლიპესი.

სურ-ლიპესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. მდებარეობს ვულკან ლიკანკაბურის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ჩილე, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 230 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 355 კმ²-ს შეადგენს.

პროვინციის ტერიტორიაზე მრავლადაა ტბები და მარილის ქვაბულები, რომელთა შორის უდიდესია ლაგუნა-კოლორადა. ასევე აღსანიშნავია ლაგუნა-ვერდე, ლაგუნა-ბლანკა, ლაგუნა-კელესტე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოტოსის დეპარტამენტის პროვინციები
ლაგუნა-ვერდესა და ლაგუნა-ბლანკას ხედი ლიკანკაბურიდან
  • 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 4 158 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 4 905-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 18 %-იან ზრდას.
  • მოსახლეობის 99.4 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
  • 69 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 4 % მაღაროებში, 4% მრეწველობაში, 23 % მომსახურების სფეროში (2001).
  • მორწმუნეთა 86 % კათოლიკეა, 9 % პროტესტანტი.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუას შთამომავლები არიან.

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22°04′ ს. გ. 67°07′ დ. გ. / 22.067° ს. გ. 67.117° დ. გ. / -22.067; -67.117