სუბტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუბტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონები — ხმელეთის ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში. გავრცელებულია წყვეტილად უმთავრესად მთიანეთში, სადაც მთისწინა უდაბნოებიდან მთის სტეპისაკენ გარდამავალ სიმაღლებრივ სარტყელს ქმნის. გვხვდება ირანის მთიანეთში, დასავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, კლდოვან (ჩრდილოეთი ამერიკა), ფლინდერზის (ავსტრალია) მთებში, კარუს პლატოზე (სამხრეთ აფრიკა), ანდების მთისწინეთსა და აღმოსავლეთ კალთებზე (სამხრეთი ამერიკა). ჰავა კონტინენტურია, იცის ცხელი ზაფხული (ჰაერის ტემპერატურა 20—25°C) და გრილი ზამთარი.

ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 210-310კჯ/სმ² (50-75 კკალ/სმ³) სითბოს. ნალექი 200 მმ წელიწადში. მცენარეულობიდან ხარობს მარცვლოვანი ბალახეული და ბუჩქოვანი ფორმაციები, სუკულენტები. იყენებენ საძოვრებად. გავრცელებულია სარწყავი მიწათმოქმედება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]