სუბრეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუბრეტი (ფრანგ. soubrette, იტალ. servetta – მოსამსახურე) — ამპლუა, ეშმაკი, მოხერხებული, გონებამახვილი მოსამსახურე ქალისა, რომელიც თავის ბატონს ხელს უწყობს სასიყვარულო ინტრიგაში. აღმოცენდა იტალიურ კომედია დელ'არტეში (სერვეტა) და შემდეგ გავრცელდა ფრანგულ კომედიაში. ამ ამპლუისაა დორინისა და ტუანეტის (მოლიერის „ტარტიუფი“ და „ძალად ავადმყოფი“), სიუზანის (ბომარშეს „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“) როლები და სხვ.

XVIII-XIX სს. სუბრეტის ამპლუა გაჩნდა რუსულ, ქართულ თეატრებში (კომედიებში, ვოდევილებში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]