სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი
სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი | |
---|---|
ტამილ. சுப்பிரமணியன் சந்திரசேகர | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 19 ოქტომბერი, 1910 |
დაბ. ადგილი | ლაჰორი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდ. თარიღი | 21 აგვისტო, 1995 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
მოქალაქეობა |
![]() |
ეროვნება | ტამილები |
საქმიანობა | ასტროფიზიკა |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი[1] , ტრინიტის კოლეჯი[2] და იერკის ობსერვატორია[1] |
ალმა-მატერი | მადრასის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | Lalitha Doraiswamy[3] |
ნათესავ(ებ)ი | ჩანდრასეკარა ვენკატა რამანი[4] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში (1983) |
ხელმოწერა |
![]() |
სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი (დ. 19 ოქტომბერი, 1910, ლაჰორი — გ. 21 აგვისტო, 1995, ჩიკაგო) — ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. 1930 წელს დაამთავრა მადრასის უნივერსიტეტი. 1933 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში. 1936 წელს გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატებში (1953 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა), 1937 წლიდან მუშაობდა იერკიზის ობსერვატორიაში. ლექციებს კითხულობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (1942 წლიდან პროფესორი). ჩანდრასეკარის ძირითადი შრომები ეძღვნება ვარსკვლავთა აგებულებასა და სტოქასტიკური პროცესების (შემთხვევითი პროცესების) თეორიას. ააგო თეთრი ჯუჯების თეორია, იწინასწარმეტყველა ამ ვარსკვლავთა ზღვრული მასის არსებობა და მოგვცა მასისა და რადიუსის უნივერსალური თანაფარდობა. გამოიკვლია ვარსკვლავთა სისტემების დინამიკის, ვარსკვლავთა ატმოსფეროებში სხივური ენერგიის გადატანისა და ჰიდროდინამიკური და ჰიდრომაგნიტური მდგრადობის (ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში) პრობლემები. ლონდონის სამეფო საზოგადოების (1944), ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიისა და აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1983).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 79.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 https://doi.org/10.1098/rsbm.1996.0006 — გვ. 83.
- ↑ https://doi.org/10.1098/rsbm.1996.0006 — გვ. 82.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive
- ↑ Google Doodle celebrates birthday of S. Chandrasekhar // The Hindu — 2017. — ISSN 0971-751X
|
- დაბადებული 19 ოქტომბერი
- დაბადებული 1910
- გარდაცვლილი 21 აგვისტო
- გარდაცვლილი 1995
- ამერიკელი ათეისტები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში
- ამერიკელი ასტრონომები
- ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- XX საუკუნის ათეისტები
- ინდოელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრები
- აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები
- ამერიკელი ფიზიკოსები
- ამერიკელი მათემატიკოსები
- ამერიკელი ასტროფიზიკოსები