სუბოტექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სუბოტექსი (Subutex) — დიდ ბრიტანეთში წარმოებული ნარკოტიკული მედიკამენტი, რომელსაც ექიმის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ჰეროინზე დამოკიდებული პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ. ძირითადად ვრცელდება დასავლეთ ევროპაში ექიმის რეცეპტით.

სუბოტექსი შეიცავს ბუპრენორფინს, მეტადონის მსგავს სინთეტიურ ოპიატს, რომელიც მსუბუქ ეიფორიას იწვევს. მას მიაწერენ ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილის 79%-ით შემცირებას საფრანგეთში ბოლო ათწლეულში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fighting the tide, Tom Parfitt. Guardian Unlimited. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2007.