სუართის კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუართის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სუართაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. მისგან შემორჩენილია დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი, რომლის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. დანარჩენი კედლები განადგურებულია. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 171-172