შინაარსზე გადასვლა

სტრაჰოვის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტრაჰოვის მონასტერი
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა პრემონსტრატენსიელთა ორდენი
ქვეყანა დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი
კურთხევის წელი 1143
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XII საუკუნე
სტრაჰოვის მონასტერი ვიკისაწყობში

სტრაჰოვის მონასტერი (ჩეხ. Strahovský klášter) — სამონასტრო კომპლექსი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. პრემონტსტრატენსიელთა ორდენის ეს სააბატო 1143 წელს ოლომოუცის ეპისკოპოსმა ინდრჟიხ ზდიკმა და ბოჰემიის ჰერცოგმა ვლადისლავ II-მ დააარსეს. ის პრაღის სტრაჰოვის უბანში მდებარეობს.

პრაღის ხედი მონასტრიდან

1138 წელს, წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ, ოლომოუცის ეპისკოპოსმა ინდრჟიხ ზდიკმა პრაღაში რეგულარული კანონების მონასტრის დაარსების იდეა წამოაყენა. მას მხარს უჭერდნენ პრაღის ეპისკოპოსები და ბოჰემიის ჰერცოგი სობესლავ I. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ამ იდეის მხარდაჭერა მისმა შვილმა ვლადისლავ II-მ განაგრძო. 1140 წელს სტრაჰოვის მონასტრის დღევანდელ ადგილზე ჩეხური მონასტრის დაარსების პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ზდიკმა პრემონსტრატენსიელებს მოწვევა გაუგზავნა, რომელთა პირველი წარმომადგენლები რაინის ხეობაში მდებარე შტაინფელდიდან პრაღაში ჩავიდნენ.

ორდენის ბერებმა მონასტრის მშენებლობა თავდაპირველად ხისგან დაიწყეს, რომანული სტილის ბაზილიკა კი სტრაჰოვის ყველაზე მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად იქცა. მალევე ხის შენობების ჩანაცვლება ქვის მყარი ნაგებობებით დაიწყეს. 1258 წელს მონასტერი ხანძარმა ძლიერ დააზიანა და მოგვიანებით აღადგინეს.[1]

მონასტერი ფუნქციონირებდა ჰუსიტების პერიოდამდე გაგრძელდა, ჰუსიტური ომების დროს, 1420 წელს მონასტერს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. მთლიანად დაიწვა წიგნები, საკულტო ნივთები და მონასტრის ავეჯი. მიუხედავად იმისა, რომ შენობას არქიტექტურული თვალსაზრისით დიდი ზიანი არ მიუღია, მის აღდგენას მაინც დიდი დრო დასჭირდა. XVI საუკუნის ბოლომდე არაერთხელ სცადეს აქ სამონასტრო ცხოვრების აღდგენა, თუმცა წარუმატებლად.

1586 წელს ტეპლას მონასტრის მმართველის იან ლოჰელიუსის სტრაჰოვში გადმობარგებამ მონასტერს ახალი სიცოცხლე შესძინა, ამ სასულიერო პირმა დარჩენილი ცხოვრება მის აღდგენასა და განვითარებას შეალია. სტრაჰოვის მონასტერში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 1612 წელს ის პრაღის არქიეპისკოპოსიც გახდა. მისი დაუღალავი მოღვაწეობის წყალობით, 1594 წლისთვის - ლოჰელიუსის დანიშვნიდან რვა წლის შემდეგ მონასტერში უკვე ცხოვრობდა თორმეტი ბერი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. “[Title of article],” ProQuest, docview 1862691983, https://www.proquest.com/docview/1862691983?sourcetype=Trade%20Journals
  2. “Abbey of Strahov,” Catholic Encyclopedia, New Advent, https://www.newadvent.org/cathen/14312a.htm