სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტ-ცენტრალენი

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი (შვედ. Stockholms tunnelbana) — მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა დიდ სტოკჰოლმში; ერთადერთია შვედეთში. გაიხსნა 1950 წლის 1 ოქტომბერს. მფლობელია კომპანია SL. მეტროსადგურის მომსახურებაზე კონტრაქტი კონკურსის საწყისებზე ფორმდება. ამჟამად გამარჯვებული მომსახურე კომპანიაა Veolia Transport

სისტემა 100 სადგურს მოიცავს სამ განტოტვილ ხაზზე, რომელთა საერთო სიგრძე 105,7 კილომეტრს შეადგენს; 47 სადგური მიწისქვეშაა, 53 სადგური მიწისზედა ან საქვეითოა. ხაზებზე მოძრაობა მარცხნიდან წარმოებს, რადგან, მეტროსადგურის გახსნის დროს სტოკჰოლმში მარცხენამხრივი მოძრაობა იყო. (ლონდონის მსგავსად)

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი ცნობილია ზოგიერთი სადგურის უჩვეულო გაფორმებით (ძირითადში ცენტრალური სადგურების), და მას "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეას" უწოდებენ.

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენის მშენებლობა; 1957 წელი

ხაზები[რედაქტირება]

მწვანე ხაზი

პირველი მეტროსადგური ქალაქში 1950 წელს გაიხსნა და გვირაბად 1933 წელს აგებული ჩქაროსნული ტრამვაისთვის განკუთვნილ ტუნელს იყენებდა. ხაზზე სამი მარშრუტია — T17, T18 და T19.

წითელი ხაზი

გაიხსნა 1964 წელს. ხაზზე ორი მარშრუტია — T13 და T14.

ლურჯი ხაზი

ხაზის პირველი მონაკვეთი 1975 წელს დასრულდა. ძალიან ლამაზი კლდოვანი სადგურები დაუმუშავებელი ქვის კედლებითა და ჭერით. ხაზზე ორი მარშრუტია — T10 და T11.

განვითარება[რედაქტირება]

სადგური ტ-ცენტრალენი; ლურჯი ხაზი
ჰიასელბიუ სტრანდი; მწვანე ხაზი
კუნგსტრედგორდენი; ლურჯი ხაზი

<!—შვედური ვერსიის ანალოგი -->

თარიღი წელი მონაკვეთი
1 ოქტომბერი 1950 «სლუსენი»«ჰიოკარენგენი»
9 სექტემბერი 1951 «ჰულმარშპლანი»«სტურებიუ»
26 ოქტომბერი 1952 «ჰიოტორიეტი»ველინგბიუ
22 ნოემბერი 1954 «სტურებიუ»«ჰიოგდალენი»
1 ნოემბერი 1956 «ველინგბიუ»«ჰესელბიუ გორდი»
24 ნოემბერი 1957 «ჰიოტორიეტი»«სლუსენი»
17 აპრილი 1958 «ჰარმარბრინკი»«ჰამარბიუჰჲოიდენი»
19 ნოემბერი 1958 «ჰესელბიუ გორდი»«ჰესელბიუ სტრანდი»
19 ნოემბერი 1958 «ჰიოკარენგენი»«ფორშტა»
19 ნოემბერი 1958 «ჰამარბიუჰჲოიდენი»«ბაჰარმოსენი»
14 ნოემბერი 1959 «ჰიოგდალენი»«როგსვედი»
1 დეკემბერი 1960 «როგსვედი»«ჰოგსეტრა»
5 აპრილი 1964 «ტ-ცენტრალენი»«ფრუენგენი»
5 აპრილი 1964 «ლილეჰოლმენი»«ერნსბერი»
16 მაისი 1965 «ერნსბერი»«სეტრა»
16 მაისი 1965 «ტ-სენტრალენი»«ესტერმალმსტორი»
1 მარტი 1967 «სეტრა»«ჰერჰოლმენი»
2 სექტემბერი 1967 «ესტერმალმსტორი»«როპესტენი»
2 დეკემბერი 1967 «ჰერჰოლმენი»«ვორბერი»
29 აგვისტო 1971 «ფორშტა»«ფორშტა სტრანდი»
1 ოქტომბერი 1972 «ვორბერგი»«ფიტია»
30 სექტემბერი 1973 «ესტერმალმსტორი»«ტექნიქსკა ჰიოგსკოლანი»
12 იანვარი 1975 «ტექნიქსკა ჰიოგსკოლანი»«უნივერსიტეტი»
12 იანვარი 1975 «ფიტია»«ნორშბორი»
31 აგვისტო 1975 «ტ-ცენტრალენი»ჰჲულსტას (გავლით ჰალონბერგენი-«რინკებიუ»)
5 ივნისი 1977 «ჰალონბერგენი»«აკალა»
30 ოქტომბერი 1977 «ტ-ცენტრალენი»«კუნგსტრედჰორდენი»
29 იანვარი 1978 «უნივერსიტეტი»«მიობრიუ სენტრუმი»
19 აგვისტო 1985 «ვესტრა სკოგენი»«რინკებიუ» («სუნდბიუბერს სენტრუმი»)
15 აგვისტო 1994 «ბაჰარმოსენი»«სკარპნეკი»

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]